როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, ჟურნალისტებთან განაცხადა-ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც ფარმაცევტულ კომპანიებს, შესაძლოა, კლინიკებისა და სადაზღვევო კომპანიების მართვის უფლება აღარ ჰქონდეთ.
მინისტრის ინფორმაციით, კანონმდებლობის შეცვლა ევროკავშირთან ასოცირების ერთ-ერთი ვალდებულებაა.
„თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა თუ როდიდან დაიწყება მუშაობა აღნიშნულ ცვლილებაზე და ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში განგვიცხადეს, რომ კანონპროექტზე მსჯელობას პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე დაიწყებს.
ნინო ზარიძე