თურქეთის განათლების სამინისტრომ მიიღო დადგენილება რომ, ქურთული, ადიღეური, ჩერქეზული და აფხაზური ენების პარალელურად, სკოლებში შერჩევითი გაკვეთილების სახით ისწავლებოდეს ლაზური ენაც.
ასე რომ, მიმდინარე სასწავლო წლიდან ლაზურის ენის სწავლა დაიწყება მე-5 კლასიდან და მე-6, მე-7 და მე-8 კლასებშიც გაგრძელდება მისი სწავლა.
ამ მიზნით უკვე მზადაა შესაბამისი ქრესტომათიებიც, რომლებიც ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში მომზადდა.
ლაზური ენის სწავლას კვირაში 2 საათი დაეთმობა.
14.09.13
Discussion about this post