სამეცნიერო–კვლევითი და საგანმანათლებლო ინსტიტუტი, ვაშინგტონი
ვაშინგტონში მდებარე ეს მუზეუმი მსოფლიოს ყველაზე დიდი კვლევითი სამუზეუმო კომპლექსია, მასში გაერთიანებულია 19 მუზეუმი და საგამოფენო სივრცე, ეროვნული ზოოლოგიური პარკი და სხვადასხვა კვლევითი დაწესებულება. ამ მუზეუმის სრული დათვალიერებისთვის რამდენიმე თვეც კი არაა საკმარისი, აქ განთავსებული ექსპონატების რაოდენობა 137 მილიონს შეადგენს, თითოეული მათგანი ამერიკის კონტინენტზე განსხვავებულ ისტორიას გვიამბობს და წარსულში გვაბრუნებს. ყველაზე პოპულარულ ექსპონატებად მიჩნეულია კაბები აშშ-ს პირველი ლედების გარდირობებიდან და აპოლო 11-ის მოდული.
ლუვრი, პარიზი
ლუვრი რომ ათეულში იქნებოდა ამას ალბათ სათაურის წაკითხვისთანავე მიხვდებოდით. ეს მუზეუმი 2 საუკუნით ადრე, სანამ იგი მუზეუმად გადაკეთდებოდა, ფრანგი მეფეების საცხოვრებელ ადგილსა და ციხე-სიმაგრეს წარმოადგენდა. 1989 წელს აგებული ლუვრის შესასვლელი – შუშის პირამიდა ლუვრის სიმბოლო გახდა. მუზეუმში ანტიკური ნივთები, უძვირფასესი კოლექციები და ექსპონატები ინახება.
აკროპოლისის მუზეუმი, ათენი
ეს მუზუმი აკროპოლისის გორაზე ნაპოვნი არქეოლოგიური ნივთებისთვის გამოფენისთვის აიგო. აქ მნახველებისთვის განთავსებულია იშვიათი ბერძნული სამკაულები, საოჯახო იარაღები, ქანდაკებები. მუზეუმი საინტერესოა მისი არქიტექტურული აგებულების გამოც, იგი მდებარეობს ათენის აკროპოლისის დაბლა და აკროპოლისს შუშის ჭერი ჰყოფს.
ერმიტაჟი, სანკტ-პეტერბურგი
რუსეთში მდებარე ეს მუზეუმი 3 მილიონამდე მნიშვნელოვან ექსპონატს შეიცავს. ექსპონატები წარმოდგენილია ოქროს ხანიდან მე-20 საუკუნემდე. ერმიტაჟი შეიცავს 6 ძირითად სამუზეუმო შენობას. შენობა 1764 წელს გაიხსნა და თავდაპირველად რუსი მეფეების საცხოვრებელ რეზიდენციას წარმოადგენდა. პირველად შენობის ერტ ნწილს მუზეუმის სტატუსი ეკატერინე დიდის დროს მიენიჭა,მაშინ როდესაც მან ბერლინიდან 255 ნახატი ჩამოიტანა. ერმიტაჟში შეხვდებით რემბრანდტის, და ვინჩის, პიკასოს, გოგენის, სეზანის, ვან გოგისა და გოიას ორიგინალ ნახატებს.
1945 წელს რუსეთის „წითელმა არმიამ“ ბერლინის მუზეუმიდან ერმიტაჟში არქეოლოგ შლიმანის მიერ აღმოჩენილი ნივთები ჩამოიტანა. მათ შორის იყო ქალაქ ტროას არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთები.
ბრიტანეთის მუზეუმი, ლონდონი
გაერთიანებული სამეფოს ყველაზე დიდი მუზეუმი ქვეყნის არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ისტორიის საგანძურია. მუზეუმში 6 მილიონზე მეტი ექსპონატია განთავსებული. იგი 1753 წელს დაარსდა, ექსპონატების დიდი ნაწილი მიწისქვეშა საცავში ინახება საგამოფენო ადგილის უკმარისობის გამო.
უფიცების გალერეა, ფლორენცია
შუასაუკუნეები, ბაროკო, რენესანსი, ყველა ამ მნიშვნელოვანი პერიოდს მხატვრების ნახატებს შეხვდებით ჯორჯო ვაზარის მიერ აშენებულ სასახლეში. უფიცების გალერეა განთავსებულია ორ სასახლეში. მათ ერთი დიდი ეზო აკავშირებთ,სადაც წარმოდგენილია ცნობილი ხელოვანების ქანდაკებები. გალერიის ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპონატია ბოტიჩელის „ვენერას დაბადება“.
პრადოს მუზეუმი, ესპანეთი
ფერნანდო VII ეს შენობა 1819 წელს გახსნა,რათა ფართო საზოგადოებას ეხილა საუკუნეების განმავლობაში ესპანელი მეფეებისა და დედოფლების მიერ შემონახული კოლექციები და მუზეუმის სტატუსიც პრადოს სწორედ ამ პერიოდში მიენიჭა. მუზეუმში ინახება,როგორც ესპანელი დიდებული მხატვრების ველასკესის, გოიას, რიბერის ნახატებიკ, ისე იტალიელი ტიციანისა და რაფაელისა და სხვა ფლამინდიელი მხატვრების ორიგინალი ნამუშევრები.
მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი, ნიუ-იორკი
მეტროპოლიტენის მუზეუმი დასავლეთ ნაწილში ყველაზე დიდ მუზეუმად მიიჩნევა. მასში განთავსებული 2 მილიონზე მეტი ექსპონატი არამხოლოდ ამერიკის კონტინენტის,არამედ მსოფლიო სხვა ნაწილების მნიშვნელოვან არქეოლოგიურ აღმოჩენებს ინახავს. მუზეუმში შეხვდებით ბოტიჩეიილის, ვერმერის, დეგას, როდესნია და სხვა მხატვრების ნახატებს. საინტერესოა ისიც,რომ ეგვიპტური კულტურის მნიშვნელოვანი აღმოჩენებიც სწორედ ამ მუზეუმშია განთავსებული.
მუზეუმი 1872 წელს გაიხსნა ჯორჯ პალმერ პატნემის მიერ. მუზეუმის ყველაზე ცნობილ ექსპონატად მიიჩნევა გერმანელი მხატვრის ალბრეხტ დიურერის „ადამი და ევა“, ხოლო ძვირადღირებულ ტილოდ დუჩის „მადონა ყრმით“.
ვატიკანის მუზეუმები, ვატიკანი
22 სხვადასხვა მუზეუმი სხვადასხვა კოლექცით,თითოეული ერთმანეთზე გასაოცარი და სანახაობრივია. მნახველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია რაფაელის ქანდაკებების კოლექცია. ამასთანავე, ამ ქალაქში თქვენ ნახავთ რენესანსის პერიოდის ყველაზე ცნობილ ნახატებს და რა თქმა უნდა, მიქელანჯელოს „განკითხვის დღეს“. აქვე შეხვდებით ასევე, ეგვიპტურ სამარხებში აღმოჩენილ მნიშვნელოვან ექსპონატებ.
ვატიკანის მუზეუმებიდან ყველაზე ცნობილია პრიო-ლმენეტინოს მუზეუმი,რომელიც ბელვედერის სასახლეში მდებარეობს. ამ მუზეუმში წარმოდგენილია რომაული და ბერძნული ხელოვნების ნიმუშები.
ამსტერდამის სახელმწიფო მუზეუმი, ამსტერდამი
900 ათას ექსპონატს,რომელიც ამ მუზეუმშია განთავსებული, ყოველდღიურად ათასობით მნახველი ჰყავს. მუზეუმში ნიდერლანდების სამეფოს ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ინახება. ექსპონატებს წარმოადგენენ მე-17 საუკუნიდან დაწყებული დღემდე ჰოლანდიელი მხატვრებისა და ხელოვანების ნამუშევრები, მათ შორის არის რემბრანდტის, ვერმერის, ჰალსის ნახატები. შენობა მუზეუმად 1800 წელს გადაკეთდა. მუზეუმის ყველაზე ცნობილი ნახატია „ღამის გუშაგი“.
ნათია კეკენაძე