საქართველოს მასშტაბით ყველა ავტომობილი, რომელშიც აირბალონია დამონტაჟებული საფუძვლიანად უნდა შემოწმდეს. აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ მძოლებს ერთწლიანი ვადა აქვთ, რათა თავიანთი ავტომობილები შეამოწმონ და შესაბამისი სერტიფიკატი მიიღონ. ათვლა 2017 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და გაზზე მომუშავე ავტომობილების ინსპექტირების დასრულების ბოლო ვადა 2018 წლის 1 იანვარია.
ივნისში, ტექდათვალიერების ცენტრებში მიმართვამ ერთბაშად მოიმატა. ამის მიზეზად, სპეციალისტები საგზაო მოძრაობის ახალ 100 ქულიან სისტემას ასახელებენ.
100-ქულიანი სისტემის ამოქმედების შემდეგ, მძლოლებს თვითნებურად დამონტაჟებულ და შეუმოწმებელ ავტომანქანებზე ქულა აკლდებათ. ამ მიზეზით, მათ 10-15 ქულიანი ჯარიმა „დაერიცხებათ“.
კანონში შესული ცვლილების თანახმად, თითოეულ მძღოლს 1ივლისს 100 ქულა მიენიჭება და ამ ქულების ამოწურვის შემთხვევაში მათ მართვის უფლება 1 წლით ჩამოერთმევათ. შესაბამის ინფორმაციას ავტომობილების მძღოლები SMS-ის სახით მიიღებენ.
ნინო ზარიძე
Discussion about this post