თბილისის ვიცე-მერის ლაშა აბაშიძის ინფორმაციით, ელიავას ბაზრობაზე ხანძრის ძირითადი ნაწილი ლოკალიზებულია.
ელიავას ბაზრობაზე ცეცხლი დაახლოებით 1000 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული. ხანძრის შედეგად 1 ადამიანი მძიმედ დაშავდა.
ადგილზე 17 სახანძრო ბრიგადა მუშაობს, თუმცა ავიაციის დამატებაც არ გამოირიცხება.
ელიავას ბაზრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლების ინფორმაციით, ავტონაწილების მაღაზიები იწვის.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.