აშშ-ს კოლორადოს შტატში ბოლო 37 წლის ყველაზე დიდ წყალდიდობას ებრძვიან, რის შედეგადაც უკვე 4 კაცი დაიღუპა, 170 კი დაკარგულადაა გამოცხადებული.
წყალდიდობამ მრავალი ნაგებობა და ხიდები ჩამოანგრია, ძირფესვიანად წაიღო ასწლოვანი ხეები, ხოლო ამის პარალელურად 2 დღეა რაც ელექტროდენი არ მიეწოდება ზოგიერთ დასახლებას.
ობამამ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც კოლორადოს საგანგებო რეგიონად აცხადებს და მოითხოვს ფედერალური დახმარების გაზრდას.
1976 წელს აქ მომხდარ წყალდიდობას 150 კაცი ემსხვერპლა.
15.09.13