• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
კვირა, ივნისი 26, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home ექსკლუზივი
რა პირობებს სთავაზობს შიდა ტურისტული კომპანიები მომხმარებელს?!

რა პირობებს სთავაზობს შიდა ტურისტული კომპანიები მომხმარებელს?!

2017/07/10
in ექსკლუზივი
13 0
11
SHARES
160
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმიანისტრაციის, მთვარ მიზანს შიდა ტურიზმის განვითარება, ტურისტული ადგილების, ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის სფეროში ადამიანური რესურსების მობილიზება წარმოადგენს. ზემოთხსენებული ფაქტი ნათლად გამოკვეთს ეკონომიკის ზრდაში  შიდა ტურიზმის როლს. საქართველოში არაერთი ტურისტული კომპანია არსებობს, რომელიც ქვეყნის ფარგლებში ტურებს აწყობს.

„თბილისი თაიმსი“ საკუთარ მკითხველს ექსკლუზიურად სთავაზობს შიდა ტურისტული კომპანიების მიდგომებს: ტურის სპეციფიკა, ფასები, ხარისხი და გამოცდილება. მათ, ვინც ცხელი ზაფხული ქალაქში უნდა გაატარონ,  შეუძლიათ,  მცირეხნიანი   დასვენებისთვის აღმოაჩინონ სეზონის ყველაზე პოპულარული ტურები და გაიგონ რა ფასად შეძლებენ  მაქსიმალურად კომფორტულ, შთაბეჭდილებებით აღსავსე და სასიამოვნო  დასვენებას ქვეყნის ფარგლებში. გარდა ამისა, თქვენ დეტალურად შეიტყობთ შიდა ტურიზმის ამჟამინდელ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.

 მსოფლიოში დაკარგულები:

”მიმდინარე წელს ყველაზე მეტი ტური რაჭის მიმართულებით მოვაწყვეთ  – ნაქერალას უღელტეხილი, შაორის წყალსაცავი,  ნიკორწმინდის ტაძარი, უდაბნოს გამოქვაბული, ჭელიშის მონასტერი, ხოტევის ტაძარი, ბარაკონის მონასტერი, ონის სინაგოგა, მაღალმთიანი რაჭა  (ღები, უწერა შოვი) , მჟავე წყლები შოვში, ონში. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ რაჭის ტურის ფარგლებში ტურისტები მიგვყავს ცხრაჯვარზე, საფეხმავლო ბილიკებით.

ორდღიანი ტური შემთხვევაში გასათვალისწინებელია როგორია მოთხოვნა,  სურთ კარავში დარჩენა, თუ სასტუმროში განთავსება. ერთი ადამიანსთვის კარავში დარჩენის შემთხვევაში ღირებულება 55 ლარს შეადგენს, ხოლო სასტუმროს არჩევის შემთხვევაში – 70 ლარი. (კვების გარეშე. კვების დამატებით თანხა 130 ლარამდე იზრდება).

ვცდილობთ, რომ ერთი და იგივე ტური  სეზონზე არ გავიმეოროთ და  ჩვენ ადამიანები სხვადასხვა მიმართულებით დაგვყავს. თუმცა საერთო სურათით თუ ვიმსჯელებთ, ყაზბეგი ყველაზე მოთხოვნდია, რადგან ერთდღიანი ტურის ფარგლებშიც შესაძლებელია წასვლა, რაც ვერ ხერხდება სვანეთისა და თუშეთის შემთხვევაში.

პირველ ეტაპზე ჩვენ მიერ მოწყობილ ტურებს ძირითადად პილიგრიმული ხასიათი ჰქონდა, ვინაიდან უმეტესად ვათვალიერებდით ეკლესია–მონასტრებს. მოგვიანებით გადავედით სანახაობრივ გასვლებზე (ხედები, ბუნება, გარემო), შემდეგ ვაწყობდით ლაშქრობებს. ახლა უკვე იმ ეტაპზე ვართ, რომ ნებისმიერი მიმართულებით შეგვიძლია დავგეგმოთ ექსტრემალური ტურები – საჯომარტო ტური, ველოტური, პარაპლანის ტურები, ალპინისტური – კლდეზე ცოცვა და სხვა მრავალფეროვანი ხასიათისა და შინააარსის გასვლითი ტურები.

ყველა ადამიანისთვის, რომელსაც ტურზე სურს წასვლა მნიშვნელოვანია ხარისხი, ამიტომ როდესაც ისინი ამ მხრივ პრობლემებს აწყდებიან, გამოცდილებას იღებენ და შემდეგ ჯერზე ურჩევნიათ, რომ ცოტა მეტი გადაიხადონ და უკეთესი ხარისხი მიიღონ. ძალიან იშვიათდ ხდება ისე, რომ „მსოფლიოში დაკარგულების“ ტური ჩაიშალოს, ან გადაიდოს. ჩვენი დამსახურებაა, რომ მუდამ მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებას ვცდილობთ, შესაბამისად ადამიანებისგან ყოველთვის არსებობს დაინტერესება ჩვენ მიერ მოწყობილ ტურებზე.

ამ ეტაპზე უამრავი კომპანიაა, რომელიც შიდა ტურს საკმაოდ ორგანიზებულად აწყობენ. „მსოფლი დაკარგულების“ პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, არის ხარისხი, მაგრამ მასთან ერთად ორიენტირებული ვართ ადამიანებზე. თუ ვინმეს სურს, რომ ტურზე წამოვიდეს და კონკრეტულ პირობებში არ აქვს საკმარისი მატერიალური რესურსი, აუცილებლად ხელს შევუწყობთ,  ადამიანის ინტერესი, სურვილი და მონდომება „მსოფლიოში დაკარგულებისთვის“ მნიშვნელოვანი ფაქტორია და ამას უყურადღებოდ  არასდროს ვტოვებთ.  ტურებზე, ხშირად ვიწვევთ რამდენიმე ადამიანს უფასოდ, ჩვენი თანამშრომლობა არასდროს არის ერთჯერადი, პირიქით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ადამიანური ფაქტორებით გამყარებული ურთიერთობა და პარტნიორობა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ ჩვენთან ტური არასდროს იშლება!”

G.Tours:

“თითქმის საქართველოს ყველა კუთხეს ვსტუმრობთ, თუმცა გამოვყოფ – ფშავხევსირეთს, ხევს, მარტვილის და ხონის რაიონებს, სვანეთს.

ერთ დღიანი ტურის ფასი 18 დან 60 დოლარამდე მერყეობს,ფასი განისაზღვრება მომსახურების მიხედვით. ორ დღიანი ტურების საფასური 50 ლარიდან 200 დაამდე. სტანდარტული მლმსახურებაა: მოგზაურობის დაგეგმვა, ტრანსპორტირება,მეგზურის და გიდის მომსახურება,ზოგიერთ შემთხვევაში საკვებით უზრუნველყოფა და სხვა ბევრი ტექნიკური საკითხის მოგვარება.

წლევანდელი ზაფხულის აქტუალური ტურებია: ფშავ- ხევსურეთი, დაშბის კანიონი, მარტვილისა და ხონის რაიონები, სვანეთი, ასევე კახეთის მხარე.

სალაშქრო ტურებთან ერთად კულტურულ შემეცნებითი ტურიც აქტიურად მოთხოვნადია,არ არსებობს საქართველოს კუთხე, სადაც არ იყოს ისტორიული ძეგლი ან გამოჩენილი ადამიანების სახლ- მუზეუმი, თითქმის ყველა რაიონშია მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ ინტერესს იწვეცს. წინა წლებში რამდენიმე ტური ჩავატარეთ ბათუმში, შავი ზღვის საერთაშორისო ჯაზ- ფესტივალზე.

ის, ვინც თავისი ძვირფასი დროის დაგეგმვის ჩვენთვის მონდომებას გადაწყვეტს, ვთავაზობთ: საზღვაო და სახმელეთო ტრანსპორტით უზრუნველყოფას; სასტუმროების და აპარტამენტების დაჯავშნას; პროფესიონალი გიდების მომსახურებას; საექსკურსიო კვებას;პიკნიკების მოწყობას; რაც ყველაზე მთავარია დაბალ ფასებს; მარტივი გადახდის სისტემა; კურიერის მომსახურება; სამთოსათხლამურო აღჭურვილობით მომსახურება; ვირჩევთ სასიამივნო და მეგობრულ გარემოს.”

 დროა იმოგზაურო:

“ყველაზე ხშირად ტურებს ყაზბეგის მიმართულებით ვაწყობთ. ბოლო პერიოდში პოპულარული გახდა წალკა – დაშბაშის კანიონი, რომელსაც უკვე საკმაოდ დიდი რაოდენობით ტურისტი სტუმრობს. ცხადია, ფასები ტურისტულ მანძილზეა დამოკიდებული. ახლომდებარე ტურებზე (წალკა, ყაზბეგი,კახეთი) ფასები მერყეობს 30–45 ლარამდე (კვებასთან ერთად). ორდღიანი ტურის ფასი მაგალითად, ხევსურეთის მიმართულებით 95 ლარია, სვანეთის–145. საშუალოდ ფასები ორდღიან ტურზე 90–150 ლარამდე მერყეობს. ზაფხულის სეზონზე ამჟამინდელი მაჩვენებლით ყველაზე მოთხოვნადი ტორი ყაზბეგია.

ჩვენს ყველა ტურში შედის გიდის მომსახურება. როდესაც უცხოელი ტურისტები მიგვყავს ძირითადად შემეცნებითი შინაარსის კონტექსტზე ვაკეთებთ აქცენტს, მაგალითად, შატილში „შატილობას“ ისინი ადგილობრივებს ლუდის გამოხარშვაში ეხმარებიან. ამ ბოლო დროს უცხოელი ტურისტებიდან პოლონელები ჭარბობს. უნდა აღინიშნოს, რომ ინდოელებიც, უფრო და უფრო  მეტ ინტერესს იჩენენ გასვლითი ტურების მიმართ.

თითოეულ ტურისტულ სააგენტოს თავად უწევს საინფორმაციო ცენტრის მაგივრობა გასწიოს, რადგან ტურისტულ ობიექტებზე (არც ყაზბეგში, არც წალკაში)  არ არის ტურისტული ცენტრები. პრობლემას ქმნის ისიც, რომ ტურისტულ ზონებებში არ კონტროლდება გარემო დასუფთავების თვალსაზრისით არის საკმაოდ ცუდი მდგომარეობა. არის ისეტი შემთხვევებიც, როდეც იძულებული ვართ კანიონებიდან თავად ამოვიტანოთ  ნარჩენები, რადგან არავინ ყურადღებას არ აქცევს ამ საკითხებს. ჩემი აზრით, აუცილებელია ტურისტული საინფორმაციო ცენტრების შექმნა, რომ ეს სფერო მეტად განვითარდეს.”

I Can Travel:

“ჩვენი კომპანია შიდა ტურებს ძირითადად კახეთის მიმართულებით აწყობს. პოპულარულია, ასევე, ყაზბეგის ტურიც.

ერთდღიანი ტურის მომსახურება 120 ლარიდან იწყება, ხოლო ორდღიანი 250– 300 ლარი. მომსახურებაში შედის – გიდი, მძღოლის მომსახურება, ლანჩი, დეგუსტაციები… გასათვალისწინებელია ადამიანების რაოდენობა და ტურის ღირებულება.

ზაფხულის განმავლობაში ძირითადი ნაკადი ტურისტების ზღვისპირეთისკენ მიემართება. ამ სეზონზე დატვირთულია ყაზბეგი და სვანეთიც. სიმართლე რომ ვთქვა, უცხოელ ტურისტებსაც კი აქვთ ძირითადი ინფორმაცია სესწავლილი ისტორიულ მხარეებსა და ღირსშესანიშნაობებზე, ამ შემთხვევაში აქცენტი უფრო ღვინისა და სხვადასხვა დეგუსტაციებზე კეთდება. ტურისტების ძირითად ნაწილს რუსები წარმოადგენენ. ევროპის ქვეყნებიდან ბოლო პერიოდში პოლონეთიდან განსაკუთრებით დიდი ნაკადი შემოდის.

პრობლემას წარმოადგენს ბრენდის წარმოაების თვალსაზრისით, შიდა ტურისტულ ბაზარზე კონკურენცია მაღალია, შესაბამისად კომპანიები თითოეულ კლიენტს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. მათ შეიძლება, მომსახურებაში მიზერული თანხა დააკლონ და ამ ფონზე მიიზიდონ ტურისტები. შიდა ტურისტულ კომპანიებს პრობლემებს ინფრასტრუქტურილი მოუწესრიგებლობაც უქმნით, რასაც ხელისუფლების დაინტერესების ნაკლებობაც ემატება. ეს პრობლემა სისტემური ხასიათისაა და მოსაგვარებლად რთულიც.”

 Profkurort:

“ყველაზე ხშირად დასავლეთ საქართველოში ვაწყობთ ტურს –სამეგრელო (მარტვილი, ჩხოროწყუ) იმერეთი (პრომეთეს მღვიმე). სამხრეთ საქართველოში ასევე ხშირად ტურს ვარძიის მიმართულებით ვაწყობთ.

დასავლეთ საქართველოში ერთდღიანი ტურის ფასი 50 ლარიდან იწყება. მომსახურებაში ტრანსპორტირების გარდა შედის გამყოლი გიდის მომსახურება, ამას ემატება მუზეუმებში შესასვლელი ბილეთების თანხა და კვების ხარჯები. ორდღიანი ტურის ფასი (მაგალითად, მარტვილი–ჩხოროწყუ) დაახლოებით 170 ლარი (სასტუმრო ორჯერადი კვებით, ბილეთები და გიდის მომსახურება) გვაქვს 130 ლარიანი ტურიც.

შარშან ყველაზე მოთხოვნადი აღნისნულ სეზონზე თუშეთი იყო, არაერთხელ მოვაწყეთ ტურები რკონის მიმართულებითაც. ჩვენი კომპანია მაქსიმალურად ცდილობს, რომ ადგილობრივი კულტურა გააცნოს მომხმარებელს. ამიტომ გზად ყოველთვის ვათვალიერებთ ეკლესია–მონასტრებს (მაგალითად, ბატეთის ტბის ტურზე). თუმცა ძირიტადად შერეული ხასიათის ტურებია, დასვენება–შემეცნება. „

„Profkurort“ მომხმარებელს საფეხმავლო ტურებსაც სთავაზობს. ჩვენი მთავარი პრობლემა არის ის, რომ  მომხმარებელს არ ვთავაზობთ დაბალფასიან ტურებს. შიდა ტურისტული კომპანიები ხშირად აწყობენ ტურებს ძალიან დაბალ ფასად, (15 ლარი სამეგრელოში წასვლა და 25 ლარად სვანეთში დასვენება), შესაბამისად ჩვენ იძულებული გავხდით, რომ მინიმუმამდე დაგვეყვანა ფასები, რის გამოც ბილეთები და კვების ხარჯები აღარ არის ჩვენს ტურებში გათვალისწინებული და ეს თანხა ცალკე ემატება. პრობლემას ქმნის ინფრასტრუქტურული ასპექტებიც – ადგილობრივი გიდების რაოდენობა, კომპენტენცია, მუზეუმების მდგომარეობა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ შემომყვანი ტურისტული კომპანია ვართ და ძირიტადი მიმართულება უცხოელი ტურისტების შემოყვანაა, პრობლემას ფაქტობრივი სიზუსტე და დამახინჯებული ინფორმაციაც გვიქმნის. მაგალითად, თურქი გიდები უყვებიან , რომ ბათუმი მათი ტერიტორიაა და ტურქ ტურისტებს სხვა ინფორმაციას აცნობენ. უცხოელ ყურისტებს ეუბნებიან, რომ „ვეფცი და მოყმე“ ვეფხისტყაოსნის მიხედვით შექმნილი მონუმენტია, რომ ჯვრის მონასტერი მე–5 საუკუნეში კი არა მე–17 საუკუნეშია აგებული და ა.შ. ბევრი უზუსტობის გამოსწორება სწორედ ჩვენს გიდებს უწევთ და ეს საკითხები დასარეგულირებელია. სამწუხაროა ისიც, რომ კვალიფიციაური გიდები ჩვენც ძალიან ცოტა გვყქავს ქვეყანაში.”

ნანუკა მაღლაკელიძე

 

 

fb-share-icon
Tweet
Share4Tweet3Share1

მსგავსი სტატიები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

2022/02/16
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

2022/01/28
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

2022/01/19
Next Post
იუსტიციის სამინისტრო პროკურატურის კანონში ცვლილებების საბოლოო რედაქციას აქვეყნებს

ხონში იუსტიციის სახლი აშენდება

გელათის სამონასტრო კომპლექსი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძირითად ნუსხას დაუბრუნდა

გელათის სამონასტრო კომპლექსი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძირითად ნუსხას დაუბრუნდა

ქართული მოცვი სპარსეთის ყურის ქვეყნებში ექსპორტზე გავიდა

ქართული მოცვი სპარსეთის ყურის ქვეყნებში ექსპორტზე გავიდა

Discussion about this post

ახალი ამბები

ენტონი ბლინკენი: რუსეთმა უკვე წააგო ომი 
ახალი ამბები

ენტონი ბლინკენი: რუსეთმა უკვე წააგო ომი 

2022/06/25
0

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაში და აღნიშნა, რომ რუსეთმა უკვე წააგო...

სრულად
დარწმუნებული ვარ, იმ ქვეყნების ლიდერები, რომლებმაც მხარი არ დაგიჭირეს, როცა ჩამოდიან საქართველოში, ძალიან პოზიტიურად ლაპარაკობენ და არასდროს აღნიშნავენ პრობლემებს, მაგრამ დახურულ კარს მიღმა ძალიან მამაცები არიან 

დარწმუნებული ვარ, იმ ქვეყნების ლიდერები, რომლებმაც მხარი არ დაგიჭირეს, როცა ჩამოდიან საქართველოში, ძალიან პოზიტიურად ლაპარაკობენ და არასდროს აღნიშნავენ პრობლემებს, მაგრამ დახურულ კარს მიღმა ძალიან მამაცები არიან 

2022/06/25
ტრამპი აშშ-ში აბორტის კონსტიტუციური უფლების გაუქმებაზე: ღმერთმა მიიღო ეს გადაწყვეტილება 

ტრამპი აშშ-ში აბორტის კონსტიტუციური უფლების გაუქმებაზე: ღმერთმა მიიღო ეს გადაწყვეტილება 

2022/06/25
“ლონდონი იქნება პირველი ქალაქი, რომელიც ახალი მსოფლიო ომის შემთხვევაში დაიბომბება” –  პუტინის მოკავშირე  

“ლონდონი იქნება პირველი ქალაქი, რომელიც ახალი მსოფლიო ომის შემთხვევაში დაიბომბება” – პუტინის მოკავშირე  

2022/06/24
24 ივნისი ღვთისმშობლის დიდებული ხატის „ღირსი არსი მოწყალე“ ხსენების დღეა

24 ივნისი ღვთისმშობლის დიდებული ხატის „ღირსი არსი მოწყალე“ ხსენების დღეა

2022/06/24
უმძიმესი მემკვიდრეობა გადმოვიბარეთ – არცერთი რეალური, ძლიერი ოპოზიციური არხი არ არსებობდა ქვეყანაში და დღეს ეს ადამიანები გამოდიან და თავისუფალ მედიაზე გვესაუბრებიან 

დეოლიგარქიზაციის საკითხზე ბრიუსელისგან განმარტებას მოვითხოვთ – ღარიბაშვილი

2022/06/24
„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ უკრაინის მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურებას უფასოდ გაუწევს 

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ უკრაინის მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურებას უფასოდ გაუწევს 

2022/06/24

საინტერესო

DBR: „მომსახურების სისწრაფის მიხედვით მოსახლეობაში 5 ბანკი ლიდერობს“

DBR: „მომსახურების სისწრაფის მიხედვით მოსახლეობაში 5 ბანკი ლიდერობს“

8 წელი ago
მასწავლებლებისა და ადმინისტრაციისთვის სქემის გზამკვლევის ელექტრონული და ბეჭდური ვერსიები შეიქმნა

მასწავლებლებისა და ადმინისტრაციისთვის სქემის გზამკვლევის ელექტრონული და ბეჭდური ვერსიები შეიქმნა

7 წელი ago
ახალქალაქში სამხედრო ბაზის მშენებლობა დაიწყო

ახალქალაქში სამხედრო ბაზის მშენებლობა დაიწყო

8 წელი ago
რა რეგულაციები დაუწესდებათ ტაქსის მძღოლებს?!

ტაქსის მომსახურების გადახდა QR-კოდით იქნება შესაძლებელი

3 წელი ago

კალენდარი

ივნისი 2022
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მაი    

სიახლეები

  • ენტონი ბლინკენი: რუსეთმა უკვე წააგო ომი  2022/06/25
  • დარწმუნებული ვარ, იმ ქვეყნების ლიდერები, რომლებმაც მხარი არ დაგიჭირეს, როცა ჩამოდიან საქართველოში, ძალიან პოზიტიურად ლაპარაკობენ და არასდროს აღნიშნავენ პრობლემებს, მაგრამ დახურულ კარს მიღმა ძალიან მამაცები არიან  2022/06/25
  • ტრამპი აშშ-ში აბორტის კონსტიტუციური უფლების გაუქმებაზე: ღმერთმა მიიღო ეს გადაწყვეტილება  2022/06/25

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In