თბილისში ცხოველების გასასეირნებელი ადგილების მოწყობა იგეგმება. დედაქალაქის მასშტაბით, რამდენიმე სავარაუდო ლოკაცია, სადაც რეგიონული გამგეობები პროექტს განახორციელებენ უკვე შერჩეულია.
როგორც თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში აცხადებენ, ცხოველთათვის განკუთვნილი ადგილები შემდეგ ლოკაციებს მოიცავს: ვერის ბაღი, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია, მზიურის ბაღი, წითელი ბაღი, დედაენის ბაღი და ვარკეთილი. ეს იქნება კამერებით აღჭურვილი შემოსაზღვრული ტერიოტირები, სადაც ცხოველებს საბმელის გარეშე შეეძლებათ სეირნობა. ამავე ადგილებში წყალი და პატრონთათვის დასასვენებელი სკამებიც იქნება განთავსებული.
პროექტის ესკიზები უკვე შექმნილია, განხორციელება კი–გამგეობებზეა დამოკიდებული.
ნინო ზარიძე