ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ”ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს, სავარაუდოდ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.
არსებული ინფორმაციით. კობახიძე იქნება ასევე თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი.
მმართველ გუნდში ამ ინფორმაციას ნაწილობრივ ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ ჯერ საბოლოო გადაწვეტილება მიღებული არ არის.
imedinews-ის ინფორმაციით, პრემიერმინისტრი დღეს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის შემცვლელად მის მოადგილეს ილია ელოშვილს დაასახელებს. გადაწყვეტილება დღეს მთავრობის სხდომაზე გახდება ცნობილი.
კახა კალაძემ ენერგეტიკის მინისტრის პოსტი ოფიციალურად 6 ივლისს დატოვა. ის “ქართული ოცნების” დედაქალაქისმერობის კანდიდატია.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბერში გაიმართება.