• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
პარასკევი, ივლისი 1, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home კატეგორიის გარეშე

ეროვნულ ბანკსა და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2017/07/12
in კატეგორიის გარეშე
1 0
1
SHARES
11
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა, თინათინ რუხაძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანია ეროვნულ ბანკსა და სასახლეს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური განათლების ამაღლების მიმართულებით.

მემორანდუმის ფარგლებში, იგეგმება მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ფინანსური განათლების პროექტის “სკოლა-ბანკი” დანერგვა და სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში, როგორიცაა “გლობალური ფულის კვირეული”, აქტიური თანამშრომლობა. ამასთან, მხარეები ითანამშრომლებენ პედაგოგების შესაძლებლობების გაზრდისა და ახალი საგანმანათლებლო მიდგომების შემუშავების მიმართულებით.

პროექტის “სკოლა-ბანკი” ფარგლებში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ბავშვების და ახალგაზრდების ფინანსური განათლების მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია Child and Youth Finance International-თან (CYFI) თანამშრომლობით, 12-15 წლის მოზარდებისთვის განავითარა სახელმძღვანელო, რომელიც სახალისო და ინტერაქტიული ფორმითაა შედგენილი, და მოიცავს ახალგაზრდა თაობისთვის საინტერესო ყველა ფინანსურ საკითხს, როგორიცაა, ფინანსური სისტემა და მისი მონაწილეები, მომხმარებელთა უფლებები და პასუხისმგებლობები, ფულის დაზოგვა და გონივრულად მართვა. ეს პროექტი ბავშვებს დაეხმარება გამოიმუშაონ ცოდნა, ჩვევები და დამოკიდებულებები, რაც მათ ფინანსურ სისტემასთან თავდაჯერებით ურთიერთობასა და მომავალში, პასუხისმგებლიან მომხმარებლებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

“სკოლა-ბანკის” ფარგლებში, 2017 წლის აპრილში მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ჩატარდა პედაგოგების ტრენინგი, სწავლება კი სექტემბრიდან დაიწყება.

ამასთან, 13-14 ივლისს, საქართველოს ეროვნული ბანკი, CYFI-სთან თანამშრომლობით, აწყობს სამუშაო შეხვედრებს კომერციული ბანკებისთვის, რომლის მიზანიც ახალგაზრდა თაობის საჭიროებებზე მორგებული ფინანსური პროდუქტების განვითარებაა, რაც ახალგაზრდების ფინანსურ სისტემასთან დაახლოებას და ფინანსური განათლების პრაქტიკაში გამოყენების ხელშეწყობას ემსახურება.

“ახალგაზრდა თაობა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე ჯგუფია. დღევანდელ ახალგაზრდებს გაცილებით მეტი და კომპლექსური ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ დამოუკიდებლად, ვიდრე წინა თაობებს უწევდათ. სწორედ ამიტომ, მოხარული ვარ, რომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ვაწერთ ხელს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან, რომელიც ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლების მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია”, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

“ეროვნული სასახლისთვის, როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრისთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოზარდებისთვის ცხოვრებისეული უნარების გამომუშავებაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამების დანერგვას. მიგვაჩნია, რომ ახალგაზრდების სოციალურ-ფინანსურ განათლებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს, ამდენად ეროვნული სასახლე 2017-2018 სასწავლო წელს ამ მხრივ მუშაობას გააძლიერებს. მოხარული ვარ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ფინანსური განათლების კუთხით ეროვნულ ბანკთან და CYFI-სთან ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოგვიყალიბდა. სასახლის სახელით მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ეროვნული ბანკისა და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების ყველა საგანმანათლებლო ინიციატივას”, – განაცხადა მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა, თინათინ რუხაძემ.

fb-share-icon
Tweet
ShareTweetShare

მსგავსი სტატიები

უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული 
კატეგორიის გარეშე

უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული 

2022/04/15
1-ლი დეკემბრიდან რესტორნებს მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ – რა გადაწყვეტილებები მიიღო საკოორდინაციო საბჭომ
კატეგორიის გარეშე

1-ლი დეკემბრიდან რესტორნებს მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ – რა გადაწყვეტილებები მიიღო საკოორდინაციო საბჭომ

2021/11/26
“შთაბეჭდილება მრჩება, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი ელოდება სამ ოქტომბერს, რათა გააპროტესტოს არჩევნების შედეგები” – მამუკა არეშიძე
კატეგორიის გარეშე

“შთაბეჭდილება მრჩება, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი ელოდება სამ ოქტომბერს, რათა გააპროტესტოს არჩევნების შედეგები” – მამუკა არეშიძე

2021/09/30
Next Post
პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

დღეს,სამებაში 49-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება

დღეს,სამებაში 49-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება

გიორგი მარგველაშვილმა “ეროვნული ბანკის” შესახებ პარლამენტის მიერ ვეტოდაძლეულ კანონპროექტს ხელი მოაწერა

საქართველო არავის პრივილეგირებული ინტერესის სფერო არ არის - გიორგი მარგველაშვილი

Discussion about this post

ახალი ამბები

“ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რა გვინდა – გავაგრძელოთ სვლა ევროპისაკენ” – ისტორიკოსი
ახალი ამბები

“ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რა გვინდა – გავაგრძელოთ სვლა ევროპისაკენ” – ისტორიკოსი

2022/07/01
0

“ყოველ წუთს ყველაფერი იცვლება. ამიტომ, დღეს შეუძლებელია იმის პროგნოზი, რა იქნება ექვსი თვის შემდგომ”, - ამის შესახებ ისტორიკოსმა, მიხეილ ბახტაძემ...

სრულად
ჯო ბაიდენი: მსოფლიოს მასშტაბით, საწვავის ფასების ზრდის მიზეზი რუსეთია – რუსეთი, რუსეთი, რუსეთი

ჯო ბაიდენი: მსოფლიოს მასშტაბით, საწვავის ფასების ზრდის მიზეზი რუსეთია – რუსეთი, რუსეთი, რუსეთი

2022/07/01
კუნძული ზმეინი რუსი ოკუპანტებისგან თავისუფალია 

კუნძული ზმეინი რუსი ოკუპანტებისგან თავისუფალია 

2022/06/30
სადაც ჩვენ ერთ ადამიანს ვკარგავთ, რუსეთი ხუთს კარგავს, სადაც ერთ ტანკს ვკარგავთ, რუსეთი ხუთს კარგავს – ასე ვიბრძვით – ზელენსკი

სადაც ჩვენ ერთ ადამიანს ვკარგავთ, რუსეთი ხუთს კარგავს, სადაც ერთ ტანკს ვკარგავთ, რუსეთი ხუთს კარგავს – ასე ვიბრძვით – ზელენსკი

2022/06/30
ქართველი ხალხი ყოველდღე ცხოვრობს რუსული აგრესიის ფრონტის ხაზზე – ბორის ჯონსონი

ქართველი ხალხი ყოველდღე ცხოვრობს რუსული აგრესიის ფრონტის ხაზზე – ბორის ჯონსონი

2022/06/30
თუ საქართველო და მოლდოვა ომში ჩაებმებიან, რუსეთისთვის ეს იქნება მძიმე, მაგრამ ჩვენთვის და მოლდოვისთვის – გამანადგურებელი 

თუ საქართველო და მოლდოვა ომში ჩაებმებიან, რუსეთისთვის ეს იქნება მძიმე, მაგრამ ჩვენთვის და მოლდოვისთვის – გამანადგურებელი 

2022/06/30
ესპანეთის პრემიერი: ნატო პუტინს მკაფიო მესიჯს უგზავნის, რომ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას მანამ, სანამ რუსული ჯარები უკრაინას არ დატოვებენ 

ესპანეთის პრემიერი: ნატო პუტინს მკაფიო მესიჯს უგზავნის, რომ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას მანამ, სანამ რუსული ჯარები უკრაინას არ დატოვებენ 

2022/06/30

საინტერესო

საქსტატი – მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ტურისტული ვიზიტების რაოდენობა, დაახლოებით 18 პროცენტით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მეორე კვარტალში, ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა 3.9 პროცენტით გაიზარდა

3 წელი ago
კონსერვატორიას დაარსებიდან 100 წელი შეუსრულდა

კონსერვატორიას დაარსებიდან 100 წელი შეუსრულდა

5 წელი ago
თბილისი ამბის თხრობის ფესტივალს უმასპინძლებს

თბილისი ამბის თხრობის ფესტივალს უმასპინძლებს

3 წელი ago

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერებს აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართვისკენ მოუწოდებს

6 წელი ago

კალენდარი

ივლისი 2022
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« ივნ    

სიახლეები

  • “ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რა გვინდა – გავაგრძელოთ სვლა ევროპისაკენ” – ისტორიკოსი 2022/07/01
  • ჯო ბაიდენი: მსოფლიოს მასშტაბით, საწვავის ფასების ზრდის მიზეზი რუსეთია – რუსეთი, რუსეთი, რუსეთი 2022/07/01
  • კუნძული ზმეინი რუსი ოკუპანტებისგან თავისუფალია  2022/06/30

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In