• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, December 15, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

,,თამაშსა და ცხოვრებაში ლელოს დადება დიდი ძალისხმევის შედეგად მიიღწევა“ – ლევან ხიზანიშვილი

8 years ago
კატეგორია: პერსონა, სპორტი
A A
,,თამაშსა და ცხოვრებაში ლელოს დადება დიდი ძალისხმევის შედეგად მიიღწევა“ – ლევან ხიზანიშვილი
6
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში რაგბი საკმაოდ წარმატებული და პოპულარული სპორტის სახეობაა. საქართველო ამ მხრივ ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა, სადაც რაგბს დიდ პატივს სცემენ და ქართველ მორაგბეებსაც არაერთი წარმატება აქვთ. რაგბი გუნდური თამაშია, რომელიც, გარდა ფიზიკური სიძლიერისა, დიდ ყურადღებასა და მონდომებას მოითხოვს. ქართველმა მორაგბეებმა საქართველოს ფარგლებს გარეთაც მიაღწიეს  წარმატებას და ჩვენი ქვეყანა არაერთხელ ასახელეს. ,,თბილისის თაიმსი“ დაუკავშირდა შვედეთში მოთამაშე ქართველ მორაგბეს, ლევან ხიზანიშვილს, რომელიც საკუთარ გეგმებსა და კარიერული წინსვლის განმსაზღვრელ ფაქტორებზე გვესაუბრა. ლევანი ის ახალგაზრდა მორაგბეა, რომლისთვისაც ,,რაგბი უმთავრესი ცხოვრებისეული კრედოა“.

ლევან, მოგვიყევით თქვენ შესახებ. როდის და სად დაიწყო თქვენი კარიერა?

– ბავშვობიდან ვიყავი სპორტით დაინტერესებული. დავდიოდი ფეხბურთზე. სარაგბო კარიერა  2008 წლიდან დავიწყე. თავდაპირველად ვთამაშობდი გორის ,,ლომებში“, მალევე მიმიწვიეს თბილისის ,,ლელოში“ და 6 წელი ვთამაშობდი ამ გუნდში. ძალიან დიდი გამოცდილევბა მომცა ,,ლელოში’’ თამაშმა.

ახლა შვედეთში თამაშობთ. მოგვიყევით რამდენი ხანია მანდ ხართ და როგორ შეგარჩიათ გუნდმა?

– შვედეთში მეორე წელია ვთამაშობ. სტოკჰოლმის სამეფო კლუბი ექსილია, სადაც მე ვთამაშობ. 2 წლის წინ გავგზავნე პირადი მონაცემები და რამდენიმე თამაშის ვიდეო. ამის შემდეგ დამიკავშირდა კლუბის მენეჯერი პოლ სალივანი და კლუბის პრეზიდენტი ჰემიშ მებონი, მიმიწვის კლუბში სათამაშოდ და 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ ამიყვანეს კლუბში მოთამაშედ და ამჟამად შერკინების მესამე ხაზში ვთამაშობ ანუ მარცხენა ფრთის მორკინალი ვარ.

ლევან, მოგვიყევით თქვენს ოჯახზე. მათ რა წვლილი შეიტანეს თქვენს კარიერაში? როგორი იყო მათგან ხელშეწყობა.

– ოჯახი ყველანაირად მეხმარებოდა და დღემდე ასე გრძელდება. ჩემი აზრით, ჩემი წარმატების უმთავრესი განმსაზღვრელი ჩემი ოჯახი და მათ მიერ მორალურად თუ მატერიალურად გაწეული დახმარებაა. ჩემი კარიერის დაწყების დღიდან ოჯახი ყოველთვის მხარში მედგა. დღემდე თვალს ადევნებენ ჩემს თამაშებს და თუკი აქამდე ნაკლები ინტერესი ჰქონდა რაგბის მიმართ, ახლა საქართველოსა თუ სხვა ქვეყნის გუნდების თამაშებსაც სიამოვნებით უყურებენ. რომ არა ჩემი ოჯახი და მათი კეთილგანწყობა ამ სპორტის მიმართ, შეიძლება, ამდენისთვის ვერ მიმეღწია.

როგორც ვიცით,თქვენი გუნდი რამდენჯერმე გახდა შვედეთის ჩემპიონი. მოგვიყევით თქვენი დამსახურების შესახებ…

– ჩემი აქ ყოფნის პერიოდში ჩვენი კლუბი 2-ჯერ გახდა შვედეთის ჩემპიონი და, ამასთან ერთდ, გვქონდა თამაში შოტლანდიასთან, ინგლისთან, სამხრეთ აფრიკასთან, იტალიასთან. პირველ სეზონზე 5 ლელო დავდე, რაც საკმაოდ კარგი შედეგია და გუნდისა და მოთამაშეთა კეთილგანწყობაც დავიმსახურე. ჩვენს გუნდში ჩემ გარდა კიდევ ერთი ქართველი მორაგბე, გიგა ხანიშვილი, თამაშობს, რომლის დადებულმა  ლელომ გადამწყვეტ თამაშში გამარჯვება მოუტანა გუნდს.

როგორი იყო შვედეთში ადაპტაციის პერიოდი? ახალ გარემოში მოხვედრა და თანაგუნდელებთან შეგუება?

– აქაურ გარემოს მარტივად შევეგუე, თუმცა იყო გარკვეული სირთულეები. მქონდა ენის ბარიერი, მაგრამ ამის დაძლევაში შვედური ენის კურსები დამეხმარა. თანაგუნდელებთან შეგუება არ გამჭირვებია, რადგან ძალიან თბილი და მეგობრული ხალხია. ისე მიმიღეს, როგორც საკუთარი ქვეყნის მოქალაქე და არასდროს გამოუხატავთ უარყოფითი დამოკიდებულება. საქართველოს კარგად იცნობნენ როგორც ერთ-ერთ ძლიერ სარაგბო ქვეყანას და ამ მხრივ დიდ პატივსაც მცემენ.

რა არის ის მთავარი ღირებულება, რასაც თქვენთვის რაგბი წარმოადგენს? უფრო კარგად რომ გვითხრათ, რას ნიშავს თქვენთვის რაგბი?

– ჩემი აზრით, რაგბი ყველა სპორტისაგან გამორჩეულია. აქ უფრო მეტად ჩანს გუნდურობა, ადამიანის ფიზიკური მონაცემები, რაც დიდი შრომის შედეგად მიიიღწევა. ვერ წარმომიდგენია ერთი დღეც კი რაგბის გარეშე. შეიძლება ითქვას, რომ რაგბი ჩემი ცხოვრების უმთავრესი კრედოა.

შვედეთში, რა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების სახელით არ გამოდიხართ, მაგრამ თქვენი პირველი წარმატება აქ დაიწყო. გვითხარით, რა არის ის მთავარი ღირებულება, რაც საქართველოში თამაშმა მოგცათ?

– კარიერა საქართველოში დავიწყე და, ბუნებრივია, რომ წარმატების პირველი ეტაპიც აქ იყო. 2014 წელს ,,ლელო სარასენსი“ გახდა საქართველოს ჩემპიონი და ჩემს ერთ-ერთ დიდ გამარჯვებად ამას მივიჩნევ. გარდა ამისა, როდესაც დუბლებში ვთამაშობდი და ვიყავი დამწყები მორაგბე, გუნდის კაპიტნად დამნიშნეს, რაც ძალიან საამაყო იყო ჩემთვის.

რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ? ხომ არ აპირებთ სხვა რომელიმე ქვეყნის გუნდში გადასვლას?

– ჯერ შვედეთში ვაპირებ თამაშს და მინდა, რომ აქ განვავითარო  ჩემი სარაგბო კარიერა. თუ რომელიმე ქვეყნის გუნდიდან მექნება მოწვევა, შესაძლოა გადავიდე სხვაგან, მაგრამ ამ ეტაპზე შვედეთის გუნდში თავს კარგად ვგრძნობ.

ახლა უკვე გამოცდილი მორაგბე ხართ. რა რჩევებს მისცემდით დამწყებ მორაგბეეს?

– დამწყებმა თუ გამოცდილმა მორაგბემ აუცილებლად ყველა ნიუანსს უნდა მიაქციოს ყურადღება. თითოეულ ვარჯიშზე ყველა სწორად ახსნილი დეტალი ზედმიწევნით დაიმახსოვროს, რადგან რაგბი მხოლოდ ძალა არ არის. აუცილებლად პატივი უნდა სცეს მწვრთნელს, თანაგუნდელსა და მოწინააღმდეგეს.

ვიცით, რომ თქვენს ცხოვრებაში რაგბი უმთვრესია, მაგრამ გაქვთ თუ არა სხვა ინტერესები ან სპორტის რომელიმე სახეობით ხომ არ ხართ კიდევ დაკავებული? რა არის თქვენი ჰობი?

– რაგბთან ერთად დაკავებული ვარ სპორტის სხვა სახეობით. აქ საკმაოდ განვითარებულია სპორტის სახეობა ბრძოლა წესების გარეშე და დაახლოებით 1 წელია ამ სპორტზე დავდივარ. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ჰობი ცურვაა და თავისუფალ დროს ყოვეთვის მივდივარ აუზზე. ჩემთვის ცურვა განტვირთვისა და დასვენების არაჩვეულებრივი საშუალებაა.

ბოლოს გვითხარით, რომელი იყო ის მთავარი ლელო, რომელიც, თქვენი აზრით, უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი იყო თქვენს კარიერაში?

– ცოტა რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ჩემთვის ყველა ლელო და თითოეული თამაში ერთნაირად მნიშვნელოვანია. სანამ ჩვენი გუნდი ჩემპიონი გახდებოდა და ნახევარფინალში გადავიდოდით, საკმაოდ რთულ თამაშში ,,სოდერ ტელიას“ წინააღმდეგ 2 ლელო დავდე, რამაც მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანა ჩემს გუნდს. მაგრამ მაინც აღვნიშნავ, რომ თამაშსა და ცხოვრებაში ლელოს დადება დიდი ძალისხმევის შედეგად მიიღწევა.  

მარიამ გობიანიძე

fb-share-icon
Tweet
Share2Tweet2

ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025
,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს

11/08/2025
დაკავებულია 28 წლის კაცი, რომელიც 16 წლის გოგოს თბილისის საროსკიპოში მეძავად ამუშავებდა
ახალი ამბები

დაკავებულია 28 წლის კაცი, რომელიც 16 წლის გოგოს თბილისის საროსკიპოში მეძავად ამუშავებდა

10/29/2025
მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე
ახალი ამბები

“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე

09/12/2025
“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?
ახალი ამბები

“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?

05/31/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • ცნობილია, ვინ არის ნაძალადევზე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი 12/12/2025
  • ცნობილია, დიდ დიღომში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა 12/12/2025
  • მარნეულში, თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა – შსს-მ გამოძიება დაიწყო 12/12/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In