აჭარაში გიდების გადამზადების პროცესი დასრულდა. 60 დამწყები და მოქმედი გიდი ინტენსიურ ტრენინგებს 4 ტურისტული მარშრუტის მიმართულებით ორი თვის განმავლობაში გადიოდა.
თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები აჭარის ისტორიის, ეთნოგრაფიის, ექსკუსიათმცოდნეობისა და ჯგუფის ფსიქოლოგიის თეორიულ სწავლებას, ასევე, ტურისტულ მარშრუტებზე პრაქტიკულ საველე გასვლებს ითვალისწინებდა.
მსგავსი მასშტაბის ტრენინგ-კურსები გიდებისთვის წელს პირველად ჩატარდა.
„მთიანი აჭარა სულ უფრო პოპულარული ხდება ტურისტებს შორის. შესაბამისად, გვესაჭიროება კვალიფიციური გიდები, რომლებიც ჩვენს ულამაზეს მხარეს ტურისტებს შეაყვარებს. მათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, რადგან ისინი არიან ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის სახე”, – განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სულხან ღლონტმა.