ამერიკელი სენატორმა ჯონ მაკკეინმა პირობა დადო, რომ სამუშაოს აუცილებლად დაუბრუნდება მას შემდეგ, რაც თავის ტვინის სიმსივნის ოპერაციას გაიკეთებს. ამის შესახებ პოლიტიკოსის მეგობარმა სენატორმა ლინდსი გრემმა AP-ს განუცხადა. „მომიწევს სახლში უფრო დიდხანს დავრჩე და მკურნალობის კურსი გავიარო. მე დავბრუნდები,“- განაცხადა მაკკეინმა სენატორ გრემთან სატელეფონო საუბარში. სენატორმა გრემმა ყველას მოუწოდა მაიკკეინისთვის ილოცონ.
„მხოლოდ ღმერთმა იცის ეს რით დასრულდება. მაგრამ მე ვიცი ერთი. ეს ავადმყოფობა ჯერ ასეთი სერიოზულს მოწინააღმდეგეს არ შეხვედრია,“- განაცხადა სენატორმა.
ამერიკელ სენატორ ჯონ მაკკეინს თავის ტვინის კიბოს დიაგნოზი დაუსვევს 80 წლის პოლიტიკოსს მარცხენა თვალთან ქირურგებმა შედედებული სისხლი ამოკვეთეს. პროცედურის შემდეგ ქსოვილების ანალიზმა აჩვენა, რომ წარმონაქმნის პირველწყარო გლიობლასტომაა.
მაკკეინი ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაცის, არიზონის შტატში საკუთარ სახლში გადის. შედედებული სისხლი მაკკეინს იმ ადგილთან ახლოს აღმოუჩინეს, სადაც მას 2000 წელს მელანომა, ანუ კანის კიბო ჰქონდა. სულ პოლიტიკოსს სამი მელანომა ამოკვეთეს 1993, 2000 და 2003 წლებში და სამივე ნულოვან სტადიაზე იყო.