თბილისის მერი ქალაქში სასაფლაოების არასკმარის რაოდენობასა და გენგეგმაში სასაფლაოების საკითხთან დაკავშირებით, ჟურნალისტების კითხვას პასუხობს. „როცა გარდავიცვლებით, ყველა დავიმარხებით, ეს არის ჩემი პასუხი. რა უნდა გითხრათ სასაფლაოებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ქალაქის მერმა.
როგორც დავით ნარმანიამ განმარტა, თბილისის გენერალური განვითარების გეგმა ტერიტორიების ზონირებებთან ერთად, სხვა ძალიან ბევრ საკითხს მოიცავს, მათ შორის სასაფლაოების ტერიტორიებს.
„მნიშვნელოვანია ის, რომ გენგეგმაში მოცემულია ის ტერიტორიები, რომელიც მომავალში სასაფლაოებისთვის იქნება გამოყენებული, ასევე სხვა სარიტუალო ღონისძიებებისთვის. ასე რომ ეს საკითხი გეგნეგმაში გათვალისწინებულია, ისევე როგორც სხვა ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. ასე რომ, დეფიციტი არ გვექნება”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
თბილისის გენგეგმა მერიას გეგმაზე მომუშავე სპეციალისტებმა გუშინჩააბარეს. დედაქალაქის მერს იმედი აქვს, რომ საშემოდგომო სესიაზე თბილისის საკრებულო დოკუმენტს დაამტკიცებს.