აზიის ძალოსნობის ჩემპიონატზე, რომელსაც ჩრდილოეთ კორეა მასპინძლობდა, პირველად გაისმა სამხრეთ კორეის ჰიმნი, რადგანაც ჩემპიონატზე სამხრეთ კორეელმა სპორტსმენებმა 85 კილო წონით კატეგორიაში ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში ტურნირზე აფრიალებულმა სამხრეთ კორეის დროშამ გაკვირვება გამოიწვია, თუმცა ამას რაიმე პრობლემა არ მოჰყოლია.
შეგახსენებთ, რომ 2008 წელში ჩრდილოეთ კორეაში გასამართი ორი ქვეყნის მსოფლიო თასის შესარჩევი მატჩი იმის გამო, რომ ჩრდილოეთს სამხრეთ კორეის დროშის აფრიალება არ სურდა, ჩრდილოეთ კორეის მოთხოვნით შანხაიში ჩატარდა.
16.09.13