თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ჯაბა სამუშიას განცხადებით, თბილისის ბიუჯეტი 19 მილიონი ლარით გაიზრდება. თანხა სოციალური, ჯანდაცვის და სკოლამდელი აღზრდის მიმართულებებით გადანაწილდება. ჯაბა სამუშია ამბობს, რომ ეს არჩევნებს არ უკავშირდება.
თბილისის ბიუჯეტი 825 მილიონ ლარამდე გაიზრდება.
ცვლილებებს დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.
Discussion about this post