• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ოთხშაბათი, ივლისი 6, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home პოლიტიკა
მაიკ პენსი: “ჩვენ თქვენთან ვართ! ჩვენ მხარში გიდგავართ თავისუფლებისა და ჩვენი საერთო ღირებულებების სამსახურში”

მაიკ პენსი: “ჩვენ თქვენთან ვართ! ჩვენ მხარში გიდგავართ თავისუფლებისა და ჩვენი საერთო ღირებულებების სამსახურში”

2017/08/01
in პოლიტიკა
1 0
1
SHARES
12
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მომავლინა მარტივი გზავნილით თქვენთვის, თქვენი მთავრობისა და დიადი და გულადი ქართველი ხალხისთვის: ჩვენ თქვენთან ვართ! ჩვენ მხარში გიდგავართ თავისუფლებისა და ჩვენი საერთო ღირებულებების სამსახურში, – ასე მიმართა ოფიციალურ ვახშამზე აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა მაიკ პენსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ამის შესახებ პენსმა თავის სადღეგრძელოში ისაუბრა.

”ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ კიდევ ერთხელ შევხვდით. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო შეხვედრა თქვენს მეუღლესთან, მაიასთან და ჩვენი შვილების შესახებ ისტორიების გაზიარება. ჩემთვის პირადად და პრეზიდენტისთვის დიდი პატივი იყო თქვენი მასპინძლობა თეთრ სახლში. მადლობას მოგახსენებთ გულთბილი დახვედრისთვის, იმ სითბოსთვის, რომლითაც თქვენ გვმასპინძლობთ მე და ჩემს მეუღლეს, კერენს, თქვენს უმშვენიერეს ქვეყანაში. ნება მომეცით, გადმოგცეთ მოკითხვა აშშ-ის პრეზიდენტისგან. მან მომავლინა აქ ძალიან მარტივი გზავნილით თქვენთვის, თქვენი მთავრობისა და დიადი და გულადი ქართველი ხალხისთვის: ჩვენ თქვენთან ვართ! ჩვენ მხარში გიდგავართ თავისუფლებისა და ჩვენი საერთო ღირებულებების სამსახურში!”, – განაცხადა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა.

მაიკ პენსი დარწმუნებულია, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ძლიერი კავშირები და თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული კიდევ უფრო განმტკიცდება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით.

”განსაკუთრებით მადლობელი ვარ ხვალ დაგეგმილი შეხვედრებისთვის, თქვენს და ამერიკის შეიარაღებულ ძალებთან შეხვედრის შესაძლებლობისთვის, რომლებიც თანამშრომლობენ ერთობლივი ოპერაციების ფარგლებში. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენს პარტნიორობას და მეგობრობას. ჩვენ წინ გაშლილი მადისმომგვრელი ქართული სუფრა ზუსტად ისეთი მომხიბვლელი და სასიამოვნოა, როგორც მე მსმენია. ასე რომ, მადლობას მოგახსენებთ გულითადი მასპინძლობისთვის. მე და ჩემი მეუღლე მადლობელნი ვართ ქართული ლეგენდარული სამზარეულოს დაგემოვნების შესაძლებლობისთვის და თბილი მიღებისთვის. კერძები, სიმღერა, ცეკვა, რომლებითაც ჩვენ მალე დავტკბებით უბრალოდ საუცხოოა, ისევე საუცხოო, როგორც ყველაფერი თქვენს ქვეყანაში და ჩვენ მადლობას მოგახსენებთ გაზიარებისთვის. ათასწლეულების განმავლობაში ქართველებმა დაამტკიცეს თავიანთი ვაჟკაცობა, დამოუკიდებლობის სიყვარული, რომ ისინი მზად არიან იბრძოლონ იმისთვის, რაც სწამთ, იბრძოლონ ბოლომდე. ამ მხრივ, თქვენ გამოგარჩევთ ჩვენი მიწისთვის დამახასიათებელი სულისკვეთება, დამოუკიდებლობის სულისკვეთება, რომელიც საერთოა ქართველებისა და ამერიკელებისთვის. როგორც კი თქვენს ქალაქში ჩამოვფრინდით, ჩემზე და კერენზე უდიდესი ემოციური გავლენა იქონია მოქალაქეთა ხილვამ, რომლებიც ამერიკული და ქართული დროშების ფრიალით დაგვხვდნენ. ამან მართლაც მძლავრი ემოციები აღძრა ჩვენში. მე ქართველი ხალხი გავიცანი თქვენი სახით. ასე რომ, ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენს შორის არსებული ძლიერი კავშირები და თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარული კიდევ უფრო განმტკიცდება თქვენი და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით. ასე რომ, მადლობას მოგახსენებთ გულთბილი მასპინძლობისთვის. ჩემთვის უდიდესი პატივია, წარმოვადგენდე ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ დიდი ისტორიის მქონე უძველეს ქვეყანაში. იმედის თვალით შევყურებ ჩვენს დისკუსიას და ურთიერთობას ხვალ. ახლა კი გთხოვთ, უბრალოდ შემომიერთდით და ავწიოთ ჭიქები. მე ვსვამ თქვენს სადღეგრძელოს, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენი ოჯახისა და ამ დიადი ერისადმი თქვენი ერთგულების სადღეგრძელოს! ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ნება მომეცით, შევსვა თავისუფალი, ერთიანი და აყვავებული საქართველოს სადღეგრძელო! გაუმარჯოს ნათელ მომავალს, თავისუფლებას, რომელსაც ჩვენ გავუზიარებთ ერთმანეთს”, – განაცხადა პენსმა.

fb-share-icon
Tweet
ShareTweetShare

მსგავსი სტატიები

“ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რა გვინდა – გავაგრძელოთ სვლა ევროპისაკენ” – ისტორიკოსი
ახალი ამბები

“ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რა გვინდა – გავაგრძელოთ სვლა ევროპისაკენ” – ისტორიკოსი

2022/07/01
მოსკოვში რუსი ოპოზიციონერი, ილია იაშინი დააკავეს 
ახალი ამბები

მოსკოვში რუსი ოპოზიციონერი, ილია იაშინი დააკავეს 

2022/06/28
რომ მოვინდომოთ აქციის ჩატარება, გადავავსებთ თავისუფლების მოედანს და იმის იქით – კობახიძე
ახალი ამბები

რომ მოვინდომოთ აქციის ჩატარება, გადავავსებთ თავისუფლების მოედანს და იმის იქით – კობახიძე

2022/06/28
Next Post
2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადას პარიზი, 2028 წლისას კი ლოს-ანჯელესი უმასპინძლებს

2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადას პარიზი, 2028 წლისას კი ლოს-ანჯელესი უმასპინძლებს

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მაიკ პენსი ოპოზიციას შეხვდება

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მაიკ პენსი ოპოზიციას შეხვდება

როგორ აფასებს ილია მეორე რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ კონფლიქტს? – ინტერვიუ ფრანგულ ჟურნალთან

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტს ილია მეორე სიონის საკათედრო ტაძარში მიიღებს

Discussion about this post

ახალი ამბები

ეკონომიკის მინისტრი: წყალტუბო უნდა განვითარდეს მდგრადად და შენარჩუნდეს ის მწვანე სივრცეები, რომელიც აქ არის 
ახალი ამბები

ეკონომიკის მინისტრი: წყალტუბო უნდა განვითარდეს მდგრადად და შენარჩუნდეს ის მწვანე სივრცეები, რომელიც აქ არის 

2022/07/06
0

ლევან დავითაშვილის განცხადებით, წყალტუბოს განვითარება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ თითოეული შენობა იყოს სრულად რეაბილიტირებული, მიმზიდველი და ზოგადად საცხოვრებელი კომპლექსების განვითარება...

სრულად
უკრაინას წლის ბოლომდე ომის მოგება შეუძლია – უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი

უკრაინას წლის ბოლომდე ომის მოგება შეუძლია – უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი

2022/07/06
საბერძნეთში, ყაჩაღობისა და ქურდობის ბრალდებით 48 წლის ქართველი ქალი დააკავეს  

საბერძნეთში, ყაჩაღობისა და ქურდობის ბრალდებით 48 წლის ქართველი ქალი დააკავეს  

2022/07/06
ომბუდსმენმა კონსტიტუციური სარჩელი მოამზადა, რომელიც “ალტ ინფოს” პარტიის აკრძალვას ეხება

ომბუდსმენმა კონსტიტუციური სარჩელი მოამზადა, რომელიც “ალტ ინფოს” პარტიის აკრძალვას ეხება

2022/07/05
“დაიბადა იდეა, ზღაპარი ყოფილიყო ხელშესახები და მატერიალურად აღქმადი”

“დაიბადა იდეა, ზღაპარი ყოფილიყო ხელშესახები და მატერიალურად აღქმადი”

2022/07/05
“როცა ქვეყანა იმპორტ დამოკიდებულია, ფასს განსაზღვრავს მსოფლიო ბაზრის ფასები, კონიუნქტურა და ვალუტის კურსი” – ექსპერტი

“როცა ქვეყანა იმპორტ დამოკიდებულია, ფასს განსაზღვრავს მსოფლიო ბაზრის ფასები, კონიუნქტურა და ვალუტის კურსი” – ექსპერტი

2022/07/04
“კარგი ამბავი გვაქვს, ჩვენ ვბრუნდებით” – გიორგი კეკელიძე 

“კარგი ამბავი გვაქვს, ჩვენ ვბრუნდებით” – გიორგი კეკელიძე 

2022/07/04

საინტერესო

2017 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 13 000–ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა

2017 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 13 000–ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა

5 წელი ago
ინსტრუქცია – როგორ შევიკრათ ჰალსტუხი

ინსტრუქცია – როგორ შევიკრათ ჰალსტუხი

6 წელი ago
ალექსანდრე ლუკაშენკო: “ვისაუბრეთ საქართველოში ბელორუსის დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნის შესახებ”

ალექსანდრე ლუკაშენკო: “ვისაუბრეთ საქართველოში ბელორუსის დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნის შესახებ”

7 წელი ago
“აღზრდის ყველაზე ეფექტური მეთოდია, ბავშვი გვიყვარდეს ისეთი, როგორიც არის და არ მოვატყუოთ” – ფიქოლოგი 

“აღზრდის ყველაზე ეფექტური მეთოდია, ბავშვი გვიყვარდეს ისეთი, როგორიც არის და არ მოვატყუოთ” – ფიქოლოგი
 

3 თვის ago

კალენდარი

ივლისი 2022
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« ივნ    

სიახლეები

  • ეკონომიკის მინისტრი: წყალტუბო უნდა განვითარდეს მდგრადად და შენარჩუნდეს ის მწვანე სივრცეები, რომელიც აქ არის  2022/07/06
  • უკრაინას წლის ბოლომდე ომის მოგება შეუძლია – უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი 2022/07/06
  • საბერძნეთში, ყაჩაღობისა და ქურდობის ბრალდებით 48 წლის ქართველი ქალი დააკავეს   2022/07/06

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In