“40 კილომეტრში არიან რუსული ტანკები, 20% ოკუპირებულია, რასაც შტატები მკაცრად გმობს და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. აშშ-ის ადმინისტრაცია მკაცრ პასუხს გასცემს ყველას, ვინც ეცდება საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფას. სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ პრეზიდენტმა ტრაპმა ხელი მოაწერა. რუსეთი დესტრუქციული ქმედებების შეწყვეტის შემთხვევაში შტაბები მზად არის ურთიერთობების ნორმალიზებისათვის, – განაცხადა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა.
ეს განცხადება აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ამ წუთებში მიმდინარე პრესკონფერენციაზე გააკეთა. ბრიფინგის დაწყებამდე კვირიკაშვილის და პენსის შეხვედრა გაიმართა. ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.