• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ოთხშაბათი, ივლისი 6, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი: “საქართველოს ნამდვილად გაუმართლა, რომ ჰყავს ისეთი მეგობარი, როგორიც შვეიცარიაა”

2017/08/02
in პოლიტიკა
1 0
1
SHARES
8
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

საქართველოს ნამდვილად გაუმართლა რომ ჰყავს ისეთი მეგობარი, როგორიც შვეიცარიაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შვეიცარიის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ მიღებაზე სიტყვიით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა ელჩ ლუკას ბეგლინგერს შვეიცარიის დაარსების დღე მიულოცა, ასევე – ისაუბრა ორი ქვეყნის 25-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებზე და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტ დორის ლოიტჰარდის ვიზიტზე საქართველოში,რომელიც დეკემბერში იგეგმება.
გიორგი კვირიკაშვილმა გაიხსენა შვეიცარიაში გასული წლის ვიზიტი და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც 1 სექტემბრიდან შევა ძალაში.
“მართალია, ვაჭრობას, ბიზნესსა და ინვესტიციებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველო-შვეიცარიის ურთიერთობებში, მაგრამ ჩვენი თანამშრომლობა ბევრად უფრო ყოვლისმომცველია. შვეიცარიაში ჩემი ვიზიტისას, შვეიცარიელ კოლეგებთან განხილული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი იყო საქართველოს მთიანი რეგიონების შენარჩუნება-განვითარება, რადგანაც ჩვენს ორ ქვეყანას შორის ძალიან დიდი მსგავსებაა. ისევე, როგორც შვეიცარიას, საქართველოსაც აქვს უდიდესი მემკვიდრეობა მთების სახით. მეტიც, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მთიანი რეგიონები არის საქართველოს კულტურისა და ტრადიციების ნამდვილი საგანძური”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ხაზგასმითაღნიშნა შვეიცარიელ ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობა, რომელთა გამოცდილების გაზიარება საქართველოს, მთის მემკვიდრეობის მდგრადობის შენარჩუნებაში შეუწყობს ხელს.

პრემიერის თქმით, შვეიცარია საქართველოსთვის ბევრი გაგებით მისაბაძი მაგალითია – პატარა და, ამავდროულად, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და მდიდარი ქვეყანაა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, სწორედ შვეიცარიაშია მსოფლიოს ორი უდიდესი ფინანსური დედაქალაქი – ციურიხი და ჟენევა, ხოლო ქვეყანა, ზოგადად, ბიზნესის გლობალური ცენტრია.

“ჩვენ ძალიან მსგავსი ხედვა გვაქვს საქართველოსთან დაკავშირებითაც. ჩვენ გვსურს, გარდავქმნათ ჩვენი ქვეყანა ბიზნესის რეგიონულ ცენტრად და მოვიზიდოთ ინვესტორები მთელი მსოფლიოდან. სიხარულით აღვნიშნავ, რომ საქართველო უკვე წარმატებით დაადგა ამ გზას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა შვეიცარიის უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრის საქმეში და ყველა ქართველის სახელით, შვეიცარიას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფასდაუდებელი შუამავლობისათვის მადლობა გადაუხადა.

“დღეს მე მქონდა პატივი, მემასპინძლა ვიცე-პრეზიდენტ პენსისთვის. მან გამოხატა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა. საერთაშორისო საზოგადოების ურყევ პოზიციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საქმეში. მადლობას მოვახსენებ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს თქვენი აქტიური მხარდაჭერისთვის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. ძვირფასო ელჩო, ძვირფასო მეგობრებო, ბერნში, ამ ულამაზეს ქალაქში, მე გაშლილი ხელით დამხვდნენ და მაშინვე თავი შინ ვიგრძენი. ვიმედოვნებ, თქვენც შინ გრძნობთ თავს საქართველოში და თქვენთვის თბილისში გატარებული დრო ისევე სასიამოვნოა, როგორიც ჩემთვის – ბერნში”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

fb-share-icon
Tweet
ShareTweetShare

მსგავსი სტატიები

“ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რა გვინდა – გავაგრძელოთ სვლა ევროპისაკენ” – ისტორიკოსი
ახალი ამბები

“ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რა გვინდა – გავაგრძელოთ სვლა ევროპისაკენ” – ისტორიკოსი

2022/07/01
მოსკოვში რუსი ოპოზიციონერი, ილია იაშინი დააკავეს 
ახალი ამბები

მოსკოვში რუსი ოპოზიციონერი, ილია იაშინი დააკავეს 

2022/06/28
რომ მოვინდომოთ აქციის ჩატარება, გადავავსებთ თავისუფლების მოედანს და იმის იქით – კობახიძე
ახალი ამბები

რომ მოვინდომოთ აქციის ჩატარება, გადავავსებთ თავისუფლების მოედანს და იმის იქით – კობახიძე

2022/06/28
Next Post
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში შესაძლოა ცვლილებები განხორციელდეს

რუსეთის ეს ქმედება აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს უკავშირდება - ქეთევან ციხელაშვილი

მარიამ ჯაში და თემურ თორდინავა ბაღების კვირეულს იწყებენ

მარიამ ჯაში და თემურ თორდინავა ბაღების კვირეულს იწყებენ

ბუკიკიო მმართველ პარტიას და ოპოზიციას სტრასბურგში შეხვედრას სთავაზობს

Discussion about this post

ახალი ამბები

როგორ გამოიხატება კვებითი აშლილობა ადამიანებში
ახალი ამბები

როგორ გამოიხატება კვებითი აშლილობა ადამიანებში

2022/07/06
0

რა არის კვებითი აშლილობა, რა იწვევს მას და როგორ გამოიხატება ადამიანებში - შეიძლება ითქვას, ეს საკითხი მიმდინარე საუკუნის ერთერთი მთავარი...

სრულად
ეკონომიკის მინისტრი: წყალტუბო უნდა განვითარდეს მდგრადად და შენარჩუნდეს ის მწვანე სივრცეები, რომელიც აქ არის 

ეკონომიკის მინისტრი: წყალტუბო უნდა განვითარდეს მდგრადად და შენარჩუნდეს ის მწვანე სივრცეები, რომელიც აქ არის 

2022/07/06
უკრაინას წლის ბოლომდე ომის მოგება შეუძლია – უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი

უკრაინას წლის ბოლომდე ომის მოგება შეუძლია – უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი

2022/07/06
საბერძნეთში, ყაჩაღობისა და ქურდობის ბრალდებით 48 წლის ქართველი ქალი დააკავეს  

საბერძნეთში, ყაჩაღობისა და ქურდობის ბრალდებით 48 წლის ქართველი ქალი დააკავეს  

2022/07/06
ომბუდსმენმა კონსტიტუციური სარჩელი მოამზადა, რომელიც “ალტ ინფოს” პარტიის აკრძალვას ეხება

ომბუდსმენმა კონსტიტუციური სარჩელი მოამზადა, რომელიც “ალტ ინფოს” პარტიის აკრძალვას ეხება

2022/07/05
“დაიბადა იდეა, ზღაპარი ყოფილიყო ხელშესახები და მატერიალურად აღქმადი”

“დაიბადა იდეა, ზღაპარი ყოფილიყო ხელშესახები და მატერიალურად აღქმადი”

2022/07/05
“როცა ქვეყანა იმპორტ დამოკიდებულია, ფასს განსაზღვრავს მსოფლიო ბაზრის ფასები, კონიუნქტურა და ვალუტის კურსი” – ექსპერტი

“როცა ქვეყანა იმპორტ დამოკიდებულია, ფასს განსაზღვრავს მსოფლიო ბაზრის ფასები, კონიუნქტურა და ვალუტის კურსი” – ექსპერტი

2022/07/04

საინტერესო

Amorphophallus titanum – მსოფლიოში ყველაზე დიდი ყვავილი საშინელი სურნელით

Amorphophallus titanum – მსოფლიოში ყველაზე დიდი ყვავილი საშინელი სურნელით

3 წელი ago
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ – დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია პირველი მარტიდან დაიწყება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ – დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია პირველი მარტიდან დაიწყება

6 წელი ago
გაკეთებული საქმეები მიმაგრებს ზურგს, რომ თბილისელებს მხარდაჭერა ვთხოვო – კახა კალაძე

გაკეთებული საქმეები მიმაგრებს ზურგს, რომ თბილისელებს მხარდაჭერა ვთხოვო – კახა კალაძე

9 თვის ago

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტი ამოიღო

5 წელი ago

კალენდარი

ივლისი 2022
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« ივნ    

სიახლეები

  • როგორ გამოიხატება კვებითი აშლილობა ადამიანებში 2022/07/06
  • ეკონომიკის მინისტრი: წყალტუბო უნდა განვითარდეს მდგრადად და შენარჩუნდეს ის მწვანე სივრცეები, რომელიც აქ არის  2022/07/06
  • უკრაინას წლის ბოლომდე ომის მოგება შეუძლია – უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი 2022/07/06

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In