რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დღეს ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვევა. როგორც აფხაზური მედია იუწყება, ვლადიმერ პუტინსა და დე-ფაქტო პრეზიდენტ, რაულ ხაჯიმბას შორის შეხვედრა ბიჭვინთაში გაიმართება.
რა საკითხებზე ისაუბრებენ ვლადიმერ პუტინი და რაულ ხაჯიმბა ჯერ უცნობია.