რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთში , სადაც რუსეთ-საქართველოს ომიდან 9 წლის თავზე ჩავიდა განაცხადა, რომ რუსებს აფხაზებთან აერთიანებს საერთო ისტორია და სულიერი ნათესაობა.
ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
“9 წლის წინ მომხდარი დრამატული მოვლენების შემდეგ, რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობა. ამ ხნის განმავლობაში, დიდი სამუშაო შესრულდა და ხელშესახები შედეგებიც არის ამ რესპუბლიკების სახელმწიფოებრიობის გამყარების კუთხით. აფხაზეთის არის რუსეთის მნიშვნელოვანი პარტნიორ და მოკავშირე. ჩვენ გვაერთიანებს საერთო ისტორია და სულიერი ნათესაობა. რუსეთი მომავალშიც შეუწყობს ხელს აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და საიმედოდ დაიცავს მის უსაფრთხოებას, ასევე, განაგრძობს მის პოლიტიკურ მხარდაჭერას საერთაშორისო არენაზე”, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას შეხვდა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი განაგრძობს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ეკონომიკურ დახმარებას. კერძოდ, რუსეთის პრეზიდენტის თქმით, 2017-2019 წლებში ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაგეგმილია 6 მილიარდი რუბლის ოდენობით ინვესტიციის განხორციელება.