• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ოთხშაბათი, ივლისი 6, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ნატა გაგუა: “ჯანსაღ ცხოვრებას რა მნიშვნელობა აქვს?, ჯანსაღი კვების დაცვას ან არ დაცვას თუ ადამიანს სული „მოუკვდა„ “

2017/08/10
in საზოგადოება
4 0
4
SHARES
52
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ცნობილი დიეტოლოგი ნატა გაგუა სოცქსელში ვრცელ და ემოციურ სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ შვილის აყვანა სურს. ექიმი აღწერს სოციალური მომსახურების სააგენტოში ვიზიტს.  ნატა გაგუას პოსტს უცვლელი სახით გთავაზობთ:

“არსებობს ისეთი ფაქიზი თემები ადამიანის ცხოვრებაში, რაზედაც საჯაროდ არ საუბრობენ, არ ამზეურებენ ინტიმს, დაფარულს. განა როგორც ექიმს არ მესმის ეს? კონფიდენციალურობის კანონს თუ დაარღვევ ადამიანს ვერ უშველი ჯეროვნად, ვერც დაეხმარები, რადგან მისი პირადი სივრცე დარღვეულია ამ შემთხვევაში და ადამიანი განიცდის ამას, ტკივა და აწუხებს პირადი ცხოვრების ფანჯარაში შემოჭვრეტილი თვალი თუ თვალები. მაგრამ დღეს მე შეგნებულად გადავწყვიტე ეს, არა მხოლოდ ექიმმა, არამედ როგორც მოქალაქემ, ადამიანმა.

ჩემი პირადი ტკივილი მინდა გაგიზიაროთ, ოღონდ არა იმიტომ, რომ მას ვერ მოვერიე, ფსიქოლოგიურად ვერ გავუმკლავდი, არა. უბრალოდ, მომინდა პირადი გაკვეთილიდან და გამოცდილებიდან გაჩენილი და აღძრული კითხვები თქვენთვის გამეზიარებინა ჩემო პაციენტებო თუ მომავალო პაციენტებო, მეგობრებო თუ არამეგობრებო. რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ ერთი ქვეყნის მოქალაქეები ვართ, ერთი მიწის შვილები და რაღაცით მაინც ხომ უნდა წავიწიოთ წინ, ჩვენი ცნობიერება წავწიოთ, თუნდაც ტკივილიანი გაკვეთილის ფასად და ამ გაკვეთილის ერთმანეთისთვის გაზიარებით. დიდი ხანია მინდა ვიშვილო ბავშვი, უკვე გაჩენილი, მიტოვებული, უმწეო. აღვზარდო სიყვარულით და გარკვეულ ასაკში ფსიქოლოგის რჩევით და დახმარებით გავუმხილო, რომ მისი ბიოლოგიური დედა არა ვარ, ნამდვილი როგორც იტყვიან, მაგრამ ვინ იცის რა არის ნამდვილი და ვინ კიდევ არა. ნამდვილობა განა ფიზიოლოგიაში გამოიხატება მხოლოდ? ანატომიაში? გენეტიკაში გნებავთ?. მაგრამ ეს ჩემი ფიქრებია და თავს არ შეგაწყენთ, არ დაგღლით ამით.

მოკლედ, თითქმის ორი წელიწადია სოციალური მომსახურების სააგენტოში ვირიცხები როგორც წესია და კანონი, ე. წ. რიგში ვარ, დედობისთვის ვემზადები. 2017 წლის 4 მაისიდან ახალი კანონი შემოიღეს შვილობის თაობაზე (მე არ წამიკითხავს ჯერ-ჯერობით) და სააგენტოდან ზარმაც არ დააყოვნა: ქალბატონო ნატალია 7 აგვისტოს მობრძანდით, მიცკევიჩის 23, ოთახი 6. რომელ საათზე ქალბატონო მარიამ? – ვეკითხები. ათიდან თვრამეტ საათამდე მობრძანდით. კეთილი. როგორც კანონმორჩილი და აქედან გამომდინარე პუნქტუალური მოქალაქე შეთანხმებისამებრ ვაღებ ზემოხსენებული სააგენტოს ზემოხსენებული ოთახის კარებს და პირველი შთაბეჭდილება: 9 სოციალური მუშაკი ერთ სივრცეში, ზოგი საუბრობს, ზოგი მონიტორს უმზერს, ტრაგიკული სახეები (ამ ტრაგიზმს ალბათ ასეთი სივიწროვეც განაპირობებს, სივრცის ნაკლებობა). „რა ცუდ დროს მოხვედით ქალბატონო ნატალია“ – ასეთი ფორმით მესალმება ქალბატონი მარიამი – „ხალხი მყავს და სასამართლოში მაგვიანდება“. „ხალხი“ – ეს მე და იქვე მყოფი ერთი წყვილია. „ქვევით ჩაიყვანე ესენი“ (ანუ ჩვენ) და ცალ-ცალკე მიიღე“ – საქმეში ერევა გვერდით მჯდომი თანამშრომელი ქალბატონი. ჩავედით, დავსხედით. ასე დაწვრილმანებით იმიტომ ვწერ, რომ ფსიქოლოგიური სურათი უფრო ცოცხლად წარმოიდგინოთ. მე ხომ ექიმი ვარ და ვიცი ადამიანის განწყობის მნიშვნელობა, განსაკუთრებით თავდაპირველი განწყობის.

სააგენტოში კი დიალოგი გრძელდება. „რამდენი წლის ხართ“? – ეს უკვე წყვილის წარმომადგენელ ქალბატონს ეკითხება სოციალური მუშაკი. ქალბატონი ხმის კანკალით პასუხობს, ცრემლამდე მისული: 1958 წელს ვარ დაბადებული“. “მე შეგეკითხეთ როდის დაიბადეო“? სცენა დეტექტური ფილმის სიუჟეტს ემსგავსება და ქალბატონი იწყებს წყევლას (ეტყობა სტრესმა კულმინაციას მიაღწია).

ბავშვობიდან არანორმალურად მეშინია წყევლის და ვირთხების (სხვა მგონი არაფრის). ყველას თავისი ფობია აქვს და მე კიდე ასეთი. ეს ქალბატონი ეტყობა ჩემი გამომეტყველებით დავაფიქრე მარტო კი არა, დავაფრთხე კიდეც. მიყურებს და მონუსხულივით იწყებს ლაპარაკს, თითქოს ვიღაცამ დაავალაო: „2006 წლიდან რიგში ვირიცხები ამ სააგენტოში და ერთხელ შემომთავაზეს მხოლოდ 3 წლის ბიჭუნა, რომელსაც მამა აუპატიურებდა (არ ვიცი სიმართლეს ამბობს თუ არა). ვგრძნობ ჟანგბადი არ მყოფნის, არ ვიცი ნიკოტინით გაჟღენთლი ჰაერის ბრალია თუ მოწოდებული ინფორმაციის (არ მინდა რომ დავიჯერო ასეთი რამ ხდება საქართველოში). აქედან კიდევ სააგენტოს თანამშრომელი ქალბატონი მიმატებს: თქვენთან სოციალური აგენტი უნდა მოვიდეს და თქვენი საცხოვრებელი პირობები შეაფასოს“. „როგორ“? ვეკითხები. 100 000 ქულას თუ ვერ დააგროვებთ ბავშვს ვერ იშვილებთ. 2. ტრენინგები უნდა გაიაროთ და მოგენიჭებათ სერტიფიკატი (თუ სერტიფიკატს ვერ მიიღებთ რიგიდან „ამოვარდებით“). 3. ბავშვს თუ შემოგთავაზებენ და ორჯერ უარს იტყვით, ბავშვს ვეღარ იშვილებთ. მოკლედ ამბები არ „მეიკითხო“, როგორც აჭარაში იტყვიან, უფრო ზუსტად ქობულეთში. ვაგრძელებ, უფრო სწორად აგრძელებს სოციალური მუშაკი: „დედა-შვილს შორის ასაკობრივი სხვაობა მაქსიმუმ 49 წელი უნდა იყოს“. თანახმა ხართ? “ „დიახ“. „მეუღლე არ გყავთ? “ „არა“. „რომ გარდაიცვალოთ ბავშვს ვინ გაზრდის“? ოპაა…

იურისტი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ამ კითხვის დელიკატურობაში მინიმუმ ეჭვი მეპარება, კომპეტენტურობაში თუნდაც. „რომ გარდავიცვალო“? გავიფიქრე. გავიჭედე მართალი რომ ვთქვა ფსიქოლოგიურად მარტო კი არა, ადამიანურად უბრალოდ. „თქვენ რომ გარდაიცვალოთ თქვენ რას აპირებთ“? კინაღამ შევეკითხე სოციალურ მუშაკს. ხუმრობა იქით იყოს და კეთილმოსურნე მეგობრებისა და ნაცნობების გარდა სისხლით უახლოესი ადამიანები მახვევია თავს, დედა, და, დისშვილები, დეიდაშვილი თავისი ოჯახებით. ნუთუ ამაზე უნდა მოვყვე? – ვფიქრობ ჩემთვის ნახევრად სერიოზულად და ნახევრად ხუმრობით. მოკლედ, უამრავი ფიქრი შემომესია მეგობრებო და ამ ფიქრებს თქვენც გიზიარებთ – კითხვებად ქცეულ ფიქრებს: ეს არის დასავლეთისკენ სვლა და ევროპისკენ? ანკეტას ვაბარებ. „ნატალია“ – მენტორული ტონით ისევ – „ყურმილი აიღეთ როცა დაგირეკავენ, აგენტი მოვა და ქულები უნდა მოგანიჭოთ“. „არის უფროსო“ კინაღამ ვუთხარი და პიონერული პატაკივით კინაღამ ხელიც ავწიე შუბლის ზემოთ. ეს შინაგანად, თორემ გარეგნულად ზრდილობიანი პასუხი გავეცი ბუნებრივია და ოდნავ რუტინული: “ვმუშაობ ქალბატონო და თუკი წინასწარ არ შევთანხმდით შეიძლება სახლში არ დაგხვდეთ, თანაც ქალაქიდან ვაპირებ გასვლას, არ არის გამორიცხული ქვეყნიდანაც.“ „ააა ქვეყნიდან გადიხართ“? მივყავარ მეორე სოციალურ მუშაკთან, რომელიც მშვიდად ეწევა სიგარეტს და გულგრილი მზერით მიყურებს (შეიძლება მე მეჩვენება ასე და სრულებითაც არ არის მისი მზერა გულგრილი, თქვენც ხომ უნდა გამიგოთ, ან თქვენი აზრი გამიზიაროთ თუნდაც). „სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში თუ გახვალთ ქვეყნიდან ვეღარ იშვილებთ ბავშვს“. ეს კიდევ ერთი ვერდიქტი სააგენტოს სოციალური მუშაკის გამოტანილი, რომელსაც წინააღმდეგობას ვერ გაუწევ. სააგენტოს შენობა დავტოვე და პატიმრად ვიგრძენი თავი, თანაც პატიმრად, რომელიც ყოველ წუთს შეიძლება გარდაიცვალოს. საშინელი განცდაა მერწმუნეთ. მერე რა რომ მიცკევიჩის ქუჩაა, რომელიც მომწონს, (რაღაცით ბათუმის ჯინჭარაძის ქუჩას მაგონებს, სადაც ვცხოვრობდი და გავიზარდე), ახლა არ მიყვარს აღარაფერი, ახლა, ამ წამს და ამ წუთას. ხომ გესმით ჩემი? თან ჯანმრთელობის ცნობა უნდა მივიტანო ესეც გამახსენდა გამოსვლისთანავე. თუ ჯანმრთელი არა ვარ? და ნამდვილად არა ვარ ჯანმრთელი, ამას უკვე როგორც ექიმი ვადასტურებ (სქოლიოზი მაქვს და სანაღვლე გზების დისკინეზია ბავშვობიდან). ან აბსოლუტურად ჯანმრთელი არის კი ვინმე?

ან რას ნიშნავს ჯანმრთელობა, რაში გჭირდება თუკი სულის სიჯანმრთელე არ გაგაჩნია? სიყვარულის უნარი?, სხვის მდგომარეობაში შესვლის

სურვილი?. კი ბატონო ბოლომდე ნუ გაეხვევი სხვის ტყავში (თუმცა ექიმს ესეც ევალება და ჩემი აზრით სოციალურ მუშაკსაც), მაგრამ რაღაც დოზით ხომ უნდა იგრძნო სხვისი ტკივილი, ნატამალი სხვისი ფიქრის, სხვისი განცდების. თანაც იმ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი ხარ, რომელსაც ადამიანებისთვის შვილების ჩუქება აქვს დავალებული ანუ სულების იგივე. და სულს როგორ აჩუქებ თუ სული არა გაქვს. ვის აჩუქებ? რომელი იურიდიული კანონი გიშველის აქ და მერე იმ კანონის შეცვლა. კანონები განა ადამიანებმა არ უნდა აღასრულონ? და თანაც თავად კანონი ცოცხალი ინექცია არ არის ჩვენი საზოგადოების ორგანიზმში შესაყვანად და მერე გასაუმჯობესებლად იმ ორგანიზმის? გასაცოცხლებლად. როგორ გააცოცხლებ ვინმეს ან რამეს, ან როგორ დაეხმარები მას თუკი თავად გაქვს მთავარი დაკარგული – თანადგომის, ადამიანური თანაგრძნობის უნარი. ფილოსოფიური სენტენციები გამომივიდა, მაგრამ ჩემმა მშობლებმა ასე მასწავლეს, ასე მიცხოვრია, მიმუშავია – გიყვარდესო ადამიანი. გიყვარდეს კიდევ ნიშნავს იგრძნო რა უჭირს, რას განიცდის. როდის დაგვეუფლა ქართულ საზოგადოებას ეს გულის სიცივე? როდის „გავქვავდით“? აი, რა კითხვები დამებადა სააგენტოდან რომ ვბრუნდებოდი. იმას ვერ ვიტყვი და არც ვიტყვი არასოდეს, ფიქრშიც არ გავივლებ რომ ამ სააგენტოს კეთილი საქმეები არ გაუკეთებია, თუნდაც ქალბატონ მარიამს, რომელსაც მე შევეხე და თავადაც შემეხო საკმაოდ მძაფრად და მტკივნეულად. მათ ხომ ისეთი კეთილშობილური საქმე ავალიათ, როგორიც ადამიანის შვილობაა, ანდა გაშვილება. სიყვარული ამ ფუნქციაში იგულისხმება უკვე, ამ დანიშნულებაში ხსენებულ მომსახურების სააგენტოში. და მერე სად არის იგი? რომ გარდავიცვალოთ რა მოხდება იმის გათვლაში და განსაზღვრებაში? ასე ხომ ნებისმიერ საქმეს შეიძლება მივუდგეთ? ასე როყიოდ, ზედაპირულად, საბედისწეროდ თუნდაც. ყოველ შემთხვევაში სააგენტოდან რომ ვბრუნდებოდი აგური რომ გადმოვარდნილიყო სახურავიდან თავს არ გავწევდი ალბათ, ისეთ ხასიათზე ვიყავი, სოციალური მუშაკიც დაისვენებდა და მეც (ის აღარ იფიქრებდა ჩემი გარდაცვალების პერსპექტივაზე და მე ხომ საერთოდ არ ვიფიქრებდი აღარაფერზე). რა მეხუმრება? რა გვეშველება მართლა და მართლა? ასე გულგრილი საზოგადოება რა მნიშვნელობა აქვს საით წავა და საით გადაუხვევს? დასავლეთისკენ, აღმოსავლეთისკენ. ასეთი საზოგადოება და ადამიანი. ვის რაში სჭირდება ბოლოს და ბოლოს? შეიძლება ექიმი ვარ და მაღალია ემპათიის უნარია ჩემში, შეიძლება პროფესიისგან გამომდინარე, მაღალი პასუხისმგებლობა და მოთხოვნილება მაქვს. არც ეს არის გამორიცხული, პროფესია მაინც გარკვეულად წინასწარ განაწყობს ადამიანს, მოთხოვნებს უჩენს საკუთარ თავისგან გამომდინარე, საკუთარი გამოცდილებისგან. მაგრამ ერთმანეთი გვიყვარდეს, ერთმანეთის გვესმოდეს, ერთმანეთს ვგრძნობდეთ – ეს განა ქართული არ არის ? ისტორიულად ჩვენთვის მისაღები და სახასიათო როგორც ამბობენ? როგორც ამბობენო იმიტომ ვამატებ, რომ ვუტრირებ ოდნავ, ვამძაფრებ სურათს იმისთვის რომ დავფიქრდეთ: ვგავართ კი იმ ჩვენს წინაპრებს ვისითაც ვტრაბახობთ? თავი მოგვაქვს, აი ასეთები და ისეთები ვიყავითო? ვიყავით და ვართ რო? აი რა კითხვა გამიჩნდა სააგენტოდან რომ ვბრუნდებოდი.

ასეთი კითხვაც დამებადა, ჩემთვის ძალიან წამგებიანი: ჯანსაღ ცხოვრებას რა მნიშვნელობა აქვს?, ჯანსაღი კვების დაცვას ან არ დაცვას თუ ადამიანს სული „მოუკვდა „ ანუ, გაგულგრილდა? ვინ გიპოვის ასეთ ქართველს და საქართველოს? ვის დაკარგვიხარ? რომელ ევროპას და რომელ აზიას – რომელ ცივილიზაციას საერთოდ და რომელ კანონს იმ ცივილიზაციის მაცოცხლებელს და მამოძრავებელს? ეს კითხვები თქვენთვის
მომინდვია ჩემო მეგობრებო! მე კი ეს თარიღი არასოდეს დამავიწყდება: 07. 08. 2017 წელი. ჩემთვის ღრმად დასაფიქრებელი ტკივილიანი დღე.”

fb-share-icon
Tweet
Share2Tweet1Share

მსგავსი სტატიები

მთაწმინდაზე, ძალადობრივი ჯგუფის 17 წევრი დავაკავეთ – შსს
ახალი ამბები

მთაწმინდაზე, ძალადობრივი ჯგუფის 17 წევრი დავაკავეთ – შსს

2022/07/02
უმრავლესობა ადამიანების, რაც გამოჩნდა, ქართული ოცნების დამსახურებაა – ყაველაშვილი აქციაზე 
ახალი ამბები

უმრავლესობა ადამიანების, რაც გამოჩნდა, ქართული ოცნების დამსახურებაა – ყაველაშვილი აქციაზე 

2022/06/21
20 ივნისიდან სატრანსპორტო საშუალებებში პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება 
ახალი ამბები

20 ივნისიდან სატრანსპორტო საშუალებებში პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება 

2022/06/16
Next Post
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები 6 თვით საქართველოში  ჩამობრძანდება

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები 6 თვით საქართველოში ჩამობრძანდება

იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადი შემცირდა

მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააჯარიმა

2-28 სექტემბერს თბილისში ჭადრაკში მსოფლიო თასის გათამაშება გაიმართება

2-28 სექტემბერს თბილისში ჭადრაკში მსოფლიო თასის გათამაშება გაიმართება

Discussion about this post

ახალი ამბები

ეკონომიკის მინისტრი: წყალტუბო უნდა განვითარდეს მდგრადად და შენარჩუნდეს ის მწვანე სივრცეები, რომელიც აქ არის 
ახალი ამბები

ეკონომიკის მინისტრი: წყალტუბო უნდა განვითარდეს მდგრადად და შენარჩუნდეს ის მწვანე სივრცეები, რომელიც აქ არის 

2022/07/06
0

ლევან დავითაშვილის განცხადებით, წყალტუბოს განვითარება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ თითოეული შენობა იყოს სრულად რეაბილიტირებული, მიმზიდველი და ზოგადად საცხოვრებელი კომპლექსების განვითარება...

სრულად
უკრაინას წლის ბოლომდე ომის მოგება შეუძლია – უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი

უკრაინას წლის ბოლომდე ომის მოგება შეუძლია – უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი

2022/07/06
საბერძნეთში, ყაჩაღობისა და ქურდობის ბრალდებით 48 წლის ქართველი ქალი დააკავეს  

საბერძნეთში, ყაჩაღობისა და ქურდობის ბრალდებით 48 წლის ქართველი ქალი დააკავეს  

2022/07/06
ომბუდსმენმა კონსტიტუციური სარჩელი მოამზადა, რომელიც “ალტ ინფოს” პარტიის აკრძალვას ეხება

ომბუდსმენმა კონსტიტუციური სარჩელი მოამზადა, რომელიც “ალტ ინფოს” პარტიის აკრძალვას ეხება

2022/07/05
“დაიბადა იდეა, ზღაპარი ყოფილიყო ხელშესახები და მატერიალურად აღქმადი”

“დაიბადა იდეა, ზღაპარი ყოფილიყო ხელშესახები და მატერიალურად აღქმადი”

2022/07/05
“როცა ქვეყანა იმპორტ დამოკიდებულია, ფასს განსაზღვრავს მსოფლიო ბაზრის ფასები, კონიუნქტურა და ვალუტის კურსი” – ექსპერტი

“როცა ქვეყანა იმპორტ დამოკიდებულია, ფასს განსაზღვრავს მსოფლიო ბაზრის ფასები, კონიუნქტურა და ვალუტის კურსი” – ექსპერტი

2022/07/04
“კარგი ამბავი გვაქვს, ჩვენ ვბრუნდებით” – გიორგი კეკელიძე 

“კარგი ამბავი გვაქვს, ჩვენ ვბრუნდებით” – გიორგი კეკელიძე 

2022/07/04

საინტერესო

რა საფრთხეებს შეიცავს თავდებად დადგომა ბანკებში – სამწუხარო რეალობა

7 წელი ago
დიღომში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, „სისხლის ბანკი“ მოსახლეობას სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებს

დიღომში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, „სისხლის ბანკი“ მოსახლეობას სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებს

3 წელი ago
იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა

იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა

6 წელი ago
კახეთში აგრარულ ბაზარს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

კახეთში აგრარულ ბაზარს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

8 წელი ago

კალენდარი

ივლისი 2022
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« ივნ    

სიახლეები

  • ეკონომიკის მინისტრი: წყალტუბო უნდა განვითარდეს მდგრადად და შენარჩუნდეს ის მწვანე სივრცეები, რომელიც აქ არის  2022/07/06
  • უკრაინას წლის ბოლომდე ომის მოგება შეუძლია – უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი 2022/07/06
  • საბერძნეთში, ყაჩაღობისა და ქურდობის ბრალდებით 48 წლის ქართველი ქალი დააკავეს   2022/07/06

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In