გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2017 წლის 19 აგვისტოს იწყება, – ამის შესახებ „თბილისი თაიმსს“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს.
მათივე განმარტებით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისას აუცილებელია ნადირობისათვის საჭირო დოკუმენტები.
„გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის – 10 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი“, – აცხადებენ სამინისტროში.
2017-2018 წლების ნდირობის სეზონისთვის ნადირობისათვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ასევე მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია იხილეთ სამინისტროს ბმულზე:http://www.moe.gov.ge/ka/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/2017-08-11-gadamfren-frinvelebze-nadirobis-sezoni