საქართველოში 2013 წლის აგვისტოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 129.0 მლნ აშშ დოლარი, ანუ 214.3 მლნ ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული ციფრი 2012 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე 13.0 მლნ აშშ დოლარით (21.6 მლნ ლარით), ანუ 11.2 პროცენტით მეტია.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.6 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 94.8 პროცენტი მოდიოდა.
ფულადი გზავნილების მიხედვით, პირველ ხუთეულში რუსეთი, საბერძნეთი, იტალია, აშშ და თურქეთი არიან.
2013 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 13.5 მლნ აშშ დოლარი (22.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, გასული წლის აგვისტოში გაგზავნილი 9.0 მლნ აშშ დოლარის (14.8 მლნ ლარი) ნაცვლად.
17.09.13