ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 1500-მდე ცოცხალი ძალაა ჩართული. ამ დროისთვის გარკვეულ მონაკვეთებზე კვლავ რჩება ხანძრის გავრცელების საშიშროება.
დილიდან მუშაობა განაახლა 6 ვერტმფრენმა. მაშველი-მეხანძრეები, მეტყევეები, პოლიციელები, მუშაობას 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ.
ცოცხალი ძალის მიერ გაჭრილია ხანძრის კერებთან მისასვლელი გზები.
Discussion about this post