• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ხუთშაბათი, ივნისი 30, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home რელიგია
ატენის სიონი – ტაძარი, რომელიც იმეორებს მცხეთის ჯვრის არქიტექტურულ გეგმასა და ფორმებს

ატენის სიონი – ტაძარი, რომელიც იმეორებს მცხეთის ჯვრის არქიტექტურულ გეგმასა და ფორმებს

2017/09/08
in რელიგია
16 0
14
SHARES
206
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ძველი ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ნიმუში ატენის სიონი VII ს. I ნახევარშია აგებული. იგი მდინარე ატენთან ახლოს (გორის რაიონი), ფრიალო კლდის საგანგებო საყრდენი კედლით გამაგრებულ ბაქანზეა აღმართული და მთელი ხეობის სამშვენისს წარმოადგენს. ატენის ხეობა, ატენის ხევი კი მდინარე ტანის აუზს მოიცავს, რომლის შემადგენლობაში ადრე მდინარე თეძმის ხეობაც შედიოდა.

ხეობა უძველესი დროიდანვე ყოფილა დასახლებული, ხოლო იბერიის სამეფოს წარმოქმნის შემდეგ იგი სპასპეტის საგამგეოში შედიოდა. იგი ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად – „ტანის ხევის“ სახელით უკვე IV-VII სს-ებში იყო ცნობილი, რომლის ცენტრი – ატენის ციხე, X ს-ში აფხაზთა მეფის ერთ-ერთი რეზიდენცია და საყრდენი პუნქტი გახლდათ ქართლის შემოერთებისსათვის ბრძოლაში.

ქვეყნისათვის ატენის ხეობის დიდი მნიშვნელობისა და მისი სამეურნეო-კულტურული განვითარები მიმანიშნებელია აქ არსებული ადრინდელი ფეოდალური ხანის ციხესიმაგრეები – ვერის ციხე, ატენის, იგივე საცივის, იგივე ორბელიანის ციხე… ეკლესიები – ატენის სიონი, „სიონის პირისპირ… დანხვისის მთის ძირს მონასტერი კეთილშუენიერი ყოვლადწმიდისა, … დანხვისის ძირში მონასტერი ნათლისმცემლისა, დანხვისის მაღალს მთასა ზედა, ეკლესია წმიდის გიორგისა, მჭურეტი ქართლისა“ (ვახუშტი) და სხვ. მათგან აგების თარიღისა და თავისი დიდი მნიშვნელობის მიხედვით უპირველესია ატენის სიონის სახელზე აგებული ტაძარი.

ატენის სიონი ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძარია (24×19მ; სიმაღლე 22 მ.) და თითქმის იმეორებს მცხეთის ჯვრის არქიტექტურულ გეგმასა და ფორმებს, თუმცა რამდენადმე შეცვლილი პროპორციებით (ქ.აბრამიშვილი). კომპოზიციური ბირთვია გუმბათქვეშა კვადრატი. მასზე აღმართულია სფერული გუმბათის რვაწახნაგა, ოთხსარკმლიანი ყელი, რომელიც აფსიდების შვერილებს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუბმათის წრეზე გადასვლა კონუსური ფორმის, სამ წყებად განლაგებული ტრომპების საშუალებით ხდება. გუმბათის კამარა კი რელიეფური ჯვრითაა დამშვენებული. გუმბათქვეშა სივრცე ოთხმხრივ გახსნილია აფსიდებით – ისინი გეგმაში ჯვარს ქმნიან. ჯვრის მკლავებს შორის, ყოველ კუთხეში თითო ოთახია. საკურთხევლის აფსიდის მიმდებარე ოთახები სამკვეთლო და სადიაკვნეა, ხოლო დანარჩენი ორიდან სამხ. დასავლეთისა საქალებოა.

ტაძარი ნაგებია მომწვანო-მონაცრისფრო ქვიშაქვის თლილი კვადრატებით. ტაძარში შესასვლელი სამხრეთით და ჩრდილოეთითაა. საკურთხეველი იატაკიდან ორი საფეხურითაა ამაღლებული. საკურთხეველში აღმოსავლეთ აფსიდის შუა სარკმლის ქვეშ დგას წმიდა ტრაპეზი, რომლის ორივე მხარეს დასაჯდომი საფეხურებია ღვთისმსახურებისათვის. ტაძრის ფასადებს ამკობს რელიეფები, სარკმელთა ჩუქურთმიანი თავსართები, თუმცა მხატვრულ-კომპოზიციურად ატენის რაიონის რელიეფი ბევრად ჩამოუვარდება მცხეთის ჯვრის რელიეფებს. სტილისტური ანალიზი კი ცხადყოფს, რომ რელიეფები სხვადასხვა დროს არის შექმნილი. ნაწილი ტაძრის აშენების თანადართულია, უმეტესობა კი X ს. II ნახევარს განეკუთვნება. საკურთხეველში სამი სარკმელია, სამხრეთის, ჩრდილოეთისა და დასავლეთის კედლებში – თითო, ხოლო რვაწახნაგა კამარით გადახურულ სამკვეთლოში – ორი.

ტაძრის კედლებზე შემორჩენილია სხვადასახვა დროის ქართული ასომთავრული უნიკალური წარწერები და მინაწერები, რომლებშიც მოხსენიებულნი არიან სხვადასხვა ისტორიული პირები, – ქართლის გამგებელ  ბაგრატიონთა თუ სხვა პირთა ვინაობისა და მოღვაწეობის თარიღების მინიშნებით. გამოვლენილ წარწერათაგან უძველესი VIII ს. პირველი ნახევრით თარიღდება, არის IX და X საუკუნეთა წარწერებიც. ტაძრის შიდა სივრცის შემამკობელია ფრაგმენტებად შემორჩენილი ფრესკული მხატვრობა, იგი შედარებით გვიანი დროისაა. როგორც ცნობილია, საქართველოში ეკლესიის მთელი ინტერიერის მოხატვა XI საუკუნიდან ხდება სავალდებულო. ამ დროიდანვე იწყება ძველი ტაძრების ხელახალი მოხატვაც. ატენის სიონიც ამგვარ ტაძართა რიცხვს განეკუთვნება. ახალი მოხატულობის შემქმნელებს ტაძრის თავდაპირველი დეკორის ჩინებული ბათქაში გამოუყენებიათ და ქართული მონუმენტური მხატვრობისათვის ტრადიციული „მშრალი“ ხერხით უხატიათ მასზე. მოხატულობის შესრულების დრო XI ს. II ნახევრით არის განსაზღვრული. ატენის მოხატულობის პროგრამა, რომელიც მთლიანად საქართველოსათვის ტრადიციულ იკონოგრაფიას მისდევს, განისაზღვრებოდა იმითაც, რომ ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულიდმი იყო მიძღვნილი: ღვთისმშობლის სახეს მთავარი ადგილი უჭირავს, მისი ცხოვრების ფრაგმენტები კი სცენების ვრცელი ციკლით არის წარმოდგენილი. ამავე დროს მკვლევართა მიერ დადგენილია, რომ ტაძრის მოხატვაზე რამდენიმე (ხუთ) ხატმწერს უმუშავია, რომელთა მიერ შესრულებული მხატვრობის ნაწილი მოგვიანებით, XIII ს. დასასრულს ერთობ ოსტატურად განუახლებიათ (დასავლეთი აფსიდი), უფრო გვიანდელ განახლებათა კვალიც (XV ს.) შეიმჩნევა ტაძრის სხვადასხვა ნაწილში. ტაძრის მხატვრობა (რელიგიური სიუჟეტები, ქართველ მეფეთა და ადგილობრივ ფეოდალთა ფრესკები) მკაფიოდ ეროვნული ხასიათისაა. კომპოზიციათა მხატვრული გააზრების, პერსონაჟთა სხეულისა და სახის ნატიფი მოდელირების, არტისტული გამომსახველობისა და ჟღერადი კოლორიტის გამო იგი ქართული მონუმენტური ფერწერის საეტაპო ნაწარმოებად ითვლება.

წყარო: orthodoxy.ge

fb-share-icon
Tweet
Share6Tweet4Share1

მსგავსი სტატიები

ეკლესიაში შესვლა შარვლებითა და შორტით – რა მნიშვნელობა აქვს ტაძარში ჩაცმულობას 
ახალი ამბები

ეკლესიაში შესვლა შარვლებითა და შორტით – რა მნიშვნელობა აქვს ტაძარში ჩაცმულობას
 

2022/06/27
24 ივნისი ღვთისმშობლის დიდებული ხატის „ღირსი არსი მოწყალე“ ხსენების დღეა
ახალი ამბები

24 ივნისი ღვთისმშობლის დიდებული ხატის „ღირსი არსი მოწყალე“ ხსენების დღეა

2022/06/24
ყრმის განკურნება – კლარჯეთის უდაბნოს სასწაული
ახალი ამბები

ყრმის განკურნება – კლარჯეთის უდაბნოს სასწაული

2022/06/18
Next Post
პატრიოტთა ალიანსმა თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

პატრიოტთა ალიანსი 17 სექტემბრიდან აქციებს იწყებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლონური დელეგაცია ესტუმრა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლონური დელეგაცია ესტუმრა

კახა კალაძე მხარდამჭერებს: შეგიძლიათ მოხვიდეთ ნებისმიერ დროს, მოგვაწოდოთ თქვენი იდეები და ხედვები - მზად ვართ, გავიზიაროთ

Discussion about this post

ახალი ამბები

უკრაინამ აზოვსტალის 95 მცველი დაიბრუნა 
ახალი ამბები

უკრაინამ აზოვსტალის 95 მცველი დაიბრუნა 

2022/06/29
0

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ, ყველაზე ფართომასშტაბიანი ტყვეთა გაცვლა შედგა, რის შედეგადაც ტყვეობიდან 144 უკრაინელი სამხედრო...

სრულად
„ომიკრონის“ ახალი ქვეტიპი BA.5 – რამდენად საშიშია ის? 

„ომიკრონის“ ახალი ქვეტიპი BA.5 – რამდენად საშიშია ის? 

2022/06/29
ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში, „შენ ხარ ვენახი“ და პატრიარქის „ავე მარია“ შესრულდა

ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში, „შენ ხარ ვენახი“ და პატრიარქის „ავე მარია“ შესრულდა

2022/06/29
გორში 5 წლის ბავშვს კორპუსის აივნიდან ჩამოვარდნილი ფიცარი დაეცა 

გორში 5 წლის ბავშვს კორპუსის აივნიდან ჩამოვარდნილი ფიცარი დაეცა 

2022/06/29
ირაკლი ღარიბაშვილი ჯო ბაიდენს შეხვდა 

ირაკლი ღარიბაშვილი ჯო ბაიდენს შეხვდა 

2022/06/29
თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას 

თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას 

2022/06/29
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის მერი გაიტაცეს 

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის მერი გაიტაცეს 

2022/06/28

საინტერესო

შსს-მ ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

შსს-მ ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

7 წელი ago
სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართა

სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ნათლობა გაიმართა

2 წელი ago

„მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ გაამართლა, ჩაჩუას ჩადენილი აქვს სამსახურეობრივი გულგრილობა“

6 წელი ago
20,000 კგ გაყინული ქათამი უკან გავაბრუნეთ – შემოსავლების სამსახური

20,000 კგ გაყინული ქათამი უკან გავაბრუნეთ – შემოსავლების სამსახური

1 წელი ago

კალენდარი

ივნისი 2022
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მაი    

სიახლეები

  • უკრაინამ აზოვსტალის 95 მცველი დაიბრუნა  2022/06/29
  • „ომიკრონის“ ახალი ქვეტიპი BA.5 – რამდენად საშიშია ის?  2022/06/29
  • ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში, „შენ ხარ ვენახი“ და პატრიარქის „ავე მარია“ შესრულდა 2022/06/29

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In