თბილისის მეტროს კიდევ 8 ახალი ფორმისა და დიზაინის მოდერნიზებული ვაგონები დაემატება. მათგან 4 უკვე სატრანსპორტო კომპანიას ექსპლუატაციაში გადაეცა, დანარჩენი 4 კი ოქტომბრის დასაწყისში იქნება მზად.
მეტროს მოძრავი შემადგენლობის განახლებისა და მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, თბილისის მერიის მხარდაჭერით, მეტროს ვაგონების მოდერნიზებას აგრძელებს. ახალი ვაგონები დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, სატრანსპორტო კომპანიის დირექტორმა ნუგზარ ჭეიშვილმა და ქარხნის დირექტორმა გელა ძიძიკაშვილმა დაათვალიერეს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2017 წელს აღნიშნული 8 ვაგონის გარდა, კაპიტალური რემონტი 16 ვაგონს ჩაუტარდა, წლის ბოლომდე, დამატებით კიდევ 12 ვაგონის განახლება იგეგმება. მოდერნიზებულ ვაგონებში დამონტაჟდა სპეციალური მონიტორები და მობილური მოწყობილობების დასატენი USB შესაერთებლები.