„ამაზე უარესი გვინახავს და ამაზე უარესი ხელისუფლებები გაგვიშვია მოუსავლეთში. პრემიერი იტყუება, ამ კანონით მთავრობას უფლება ეძლევა ყოველგვარი შეთანხმების გარეშე გაჰყიდოს ეს მიწა უცხოელზე”, – ამის შესახებ „ქართველთა მარშის“ ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ „ტვ პირველზე“, გადაცემა „რეაქცია“-ს ეთერში ისაუბრა.
„ზოგიერთ მეზღაპრეს რომ ვკითხოთ, კიმ ჩენ ინის დავალებებს ვასრულებთ, ზოგიერთს რომ ვკითხოთ-ივანიშვილის, ზოგიერთს – რუსეთის. ჩვენ გვინდა,რომ ქართული მიწა არ გაიყიდოს. დღეს ხელისუფლებამ ჩაიდინა გაუგონარი დანაშაული. დაარბია მომიტინგეები ფეხით მოსიარულეთა სავალ ნაწილზე,როდესაც არ ვარღვევდით არანაირ კანონს.
შტაბთან ვართ ერთადერთი მოთხოვნით, დაველაპარაკოთ ხელისუფლებას.სახელმწიფოს ხელში არის მიწის 65%. ქართული მარშის აქცია 20-30 ათასი ადამიანის მონაწილეობით უახლოეს დღეებში გაიმართება“ , – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.
მანჩო ღოღობერიძე