„დემოკრატიის პირობებში ჩვენ ვართ იმ საფრთხის ქვეშ,რომ მივიღოთ ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ შემუშავებული დოკუმენტი, წესდება და არა კონსტიტუცია“. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა მმართველ გუნდთან შეხვედრის შეთავაზების აუცილებლობაზე „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.
„პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრა არის ქვეყნის იმიჯის გადარჩენის საშუალება. სახელმწიფო მოწყობის დოკუმენტი ყოველთვის იქმნება ფართო კონსენსუსის პირობებში. მმართველმა გუნდმა ეს ვერ მოახერხა ფასადური პროცესის, საკონსტიტუციო კომისიის შექმნის მიუხედავად. ეს მოდელი თავიდანვე წარუმატებლობისთვის იყო განწირული.
ჩვენ ვიჩენთ პირველ ნაბიჯს კონსენსუსისკენ, მაგრამ ის საკითხები შევცვალოთ რაზეც ყველა ერთად შეჯერდნენ. არსებობს მთელი რიგი საკითხები,რომელზეც მთელი პოლიტიკური სპექტრი შეთანხმებულია. არ ვფიქრობ,რომ ისინი ხვდებიან რა არის შანსი. რთულია მათ ლოგიკას გაჰყვე, რაზე ფიქრობენ,როდესაც საუბრობენ დემოკრატიულ სახელმწიფოზე ავტორიტარული მეთოდებით.
პირველად ხდება ამ პერიოდში,რომ ტექსტის შეთავაზება ხდება მმართველი პოლიტიკური გუნდისთვის, მათ მიერვე მიღებულ კანონზე დაყრდნობით. იდეალურ შემთხვევაში მიღებულ დოკუმენტს კოსმეტიკური რემონტი არ უნდა სჭირდებოდეს“ , – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
მანანა ღოღობერიძე
Discussion about this post