ჯანსაღი და ლამაზი ღიმილი თითოეული ადამიანის სურვილი და ოცნებაა. არსებობს უამრავი ხალხური თქმა თუ მოარული მითი კბილების მოვლასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სტომატოლოგები ხშირად გვესაუბრებიან ჯანმრთელი კბილებისა და პირის ღრუს შესახებ. ,,თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა ამ თემით და მივმართეთ სტომატოლოგ-თერაპევტ მაცაცო ქვარცხავას, რომელიც გვესაუბრა პირის ღრუს მოვლის შესახებ და განგვიმარტა ის სირთულეები და დაავადებები, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს არასათანადო ჰიგიენამა და დაგვიანებულმა მკურნალობამ.
განგვიმარტეთ, რა არის კარიესი და რა ხდება მისი გამომწვევი მიზეზი?
– კარიესი არის კბილის მაგარი ქსოვილის დემინერალიზაცია. იგი კბილის მაგარ ქსოვილზე მიკრობების ზემოქმედების შედეგად ჩნდება და აზიანებს მას. მისი გამომწვევი მიზეზი ძირითად შემთხვევაში არასრულფასოვანი ჰიგიენაა. ამასთან ერთად, კვება და კვების რეჟიმის დარღვევა, ასევე გენეტიკური ფაქტორი და სხვადასხვა თანმხლები დაავადება. კბილის მაგარ ქსოვილზე გაჩერებულ ნადებში უხვად არის მიკროორგანიზმები, რომლებიც მის ზედაპიზე წარმოქმნიან მჟავას. სწორედ, ეს მჟავა აზიანებს კბილის მაგარ ქსოვილს, რ აც კარიესის წარმოქმნის მიზეზი ხდება. სწორედ ამიტომ, სრულფასოვანი ჰიგიენა არის წამყვანი კარიესის პროფილაქტიკისთვის.
რა სირთულეები ახლავს დაგვიანებულ მკურნალობას?
– როგორც წესი, პაციენტები მოგვმართავენ ტკივილის ჩივილით. როცა არის ტკივილი, მკურნალობა უკვე დაგვიანებულა. სწრედ ამიტომ ისევ ჰიგენა და ნორმების დაცვაა აუცილებელი. ტკივილი ნიშნავს უკვე ნერვის ანთებას პულპიტს ან პერიოდონტიტს, რომელიც უფრო მასშტაბურ მანიპულაციას მოიცავს. შესაბამისად, იკარგება კბილის მაგარი ქსოვილის დიდი ნაწილი, რაც, რა თქმა უნდა, არასასურველია. ამასთან ერთად, ნაადრევად ითვლება პროფილაქტიკური ვიზიტი სტომატოლოგთან, როცა დროულად ხდება პატარა დეფექტების აღმოჩენა და, შესაბამისად, ქსოვილოვანი დანახარჯი ამ შემთხვევაში ნაკლებია. შედეგიც კარგია. თუ პაციენტი კარგავს თავისი კბილის გვირგვინის მცირე ნაწილს, ასეთი კბილების რესური ბევრად უფრო დიდია. შესაბამისად, პაციენტი მოგებული რჩება.
როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად კბილის ჯაგრისი და რა უარყოფითი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს არასწორად არჩეულმა ჯაგრისმა?
– კბილის ჯაგრისი აუცილებლად ინდივიდუალურად ირჩევა თქვენი ექიმ-ტომატოლოგის მიერ. როგორც წესი, თუ პირის ღრუ ჯანმრთელი და მოვლილია, ინიშნება საშუალო სიხისტის ჯაგრისები. სასურველია, ჯაგრულები იყოს ხელოვნულრი და არა ბუნებრივი. ამ ბოლო დროს დიდი რეკომენდაციას ვუწევთ სტომატოლოგები აგრეთვე ელექტრო ჯაგრისების გამოყენებას. ვინაიდან, მათი სიჩქარე ბევრად უფრო მაღალია და მისი ბრუნი ყოველთვის წრიული და სწორია. თუ კონკრეტულ პრობლემასთან გვაქვს საქმე, ინიშნება როგორც რბილი, ისე მკვირი სიხისტის ჯაგრისები. მაგალითად, ღრძილების პრობლემის დროს, თუ პაციენტი მაგარი სიხისტის ჯაგრისს გამოიყენებს, ის აუცილებლად გამოიწვევს ტკივილსა და სისხლდენას ღრძილებიდან, რაც პრობლემას შეუმნის პაციენტს ან პირიქით, რბილი ჯაგრისის გამოყნებამ მგრნობიარე პირის ღრუში, ნადების გაჩერების გამო, მაღალი მგრძნობელობა გამოიწვიოს.
როგორ უნდა მოვუაროთ მოზარდის კბილებს?
– ბავშვის დაბადებისთანავე, როგორც კი პირველი კბილი ამოვა, ჩვენ უკვე რეკომენდაციას ვუწევთ ჰიგიენის დაწყებას, ისე ჰიგიენაზე შევჩერდით, რადგან ეს ყველა ასაკში წამყვანია პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის. მოზარდების შემთხვევაში, ერთადერთი რეკომენდაციას ვიძლევით, რომ 3 ან 6 თვეში ერთხელ ესტუმრონ სტომატოლოგებს.
რა ხდება მოზარდებში კბილების დაავადების მიზეზი?
– მოზარდების შემთხვევაში პრობლემები უფრო მალ-მალე და ხშირ-ხშირად იჩენს თავს აქტიური ნივთიერებათა ცვლის გამო. მაგალითად, თუ მოზრდილ ადამიანს კარიესის შემთხვევაში დაავადებული კბილის მდომარეობა გაურთულდება დაახლოებით ერთ წელში, მოზარდებში შეიძლება 1 ან 3 თვეშიც კი გაუარესდეს მდგომარეობა. ჰიგიენა, კვება, თანმხლები დაავადებები, გენეტიკა, პირის ღრუში ნებისმიერი პრობლეის არსებობა – მოზარდებში დაავადებათა ალბათობას ზრდის. ერთ-ერთი ხელის შემწყობი არის ბრუქსიზმი (კბილების კრაჭუნი), რაც ძალიან ხშირია პატარებში. მისი ძირითადი გამომწვევი მიზეზი ჭიებია, რაც პატარებში ძალიან ხშირად გვხვდება.
რომელი საკვებია აუცილებელი კბილების სიჯანსაღისათვის?
– საერთოდ ჯანსაღი კვება, ზოგადად, უმთავრესია კბილებისათვის. ჩვენ ორიენტირებულნი ვართ რძის პროდუქტებზე, რადგან კალცი აუცილებელია ჩვენი კბილებისათვის. ამასთან ერთად, თევზი, ხორცი, ბოსტნეული. ვფიქრობ, უნდა აღინიშნოს კბილებისა და პირის ღრუსათვის მავნებელი საკვები. მაგალითად, გაზიანი სასმელები. გაზი ძალიან ადვილად წამოქმნის მჟავას კბილის ზედაპირზე. კონკრეტულად, როცა პროფილაქტიკაზე ვლაპარაკობთ, უპირველესად სტომატოლოგისგან რაც შეიძლება გავიგოთ, არის გაზიანი სასმლის აკრძალვა. ტკბილეული არ იკრძალება. მხოლოდ ტკბილის მიღების შემდეგ ის არ უნდა დაგვრჩეს კბილის მაგარი ქსოვლის ზედაპირზე. რაც შეეხება საღეჭ რეზინს, ეს მითია, რომ სტომატოლოგები არ უწევენ რეკომენდაციას მას. საღეჭი რეზინის გამოყენებისას და, კონკრეტულად ღეჭვის პროცესში, მიმდინარეობს სანერჭყვე ჯირკვლიდან ნერწყვის გამოყოფის გააქტიურება (ანუ სალივაცია). ნერწყვი არაჩვეულებრივი ჩამრეცხია საკვების ნარჩენებისა, რომელშიც დიდირ აოდენობით მიკრობია მოთავსებული. აქედან გამომდინარე, კვების მერე, როდესაც 5-10 წუთი ვიყნებთ საღეჭ რეზინს , ამითი თავიდან ვიშორებთ საკვების ნარჩენებს., რითაც ნაწილობრივ დაცულნი ვრჩებით. მაგრამ, სასურველია, ეს საღეჭი რეზინი იყოს უშაქრო.
გარდა იმისა, რომ დილით და საღამოს აუცილებელია კბილების გახეხვა, ამასთან ერთად, როგორ უნდა მოვუაროთ კბილებს?
– გარდა ჯაგრისისა, არის რამდენიმე დამხმარე საშუალება ჰიგიენის სრულფასოვნებისთვის. არსებობს კბილის ძაფებ, ანუ ფლოსები, რომელთა გამოყენება აუცილებელია წესით ყოველ კვების მერე. ასევე, დამხმარე საშუალებად ითვლება ირიგატორი. ის არის დიდი წნევით წყლის ჭავლი კბილთა შორის კონტაქტებისთვის. ასევე, ე.წ. ,,ზღარბუნები“ ანუ კბილთა შორის კონტაქტების საწმენდები. ესეც ინდივიდუალურად ირჩევა. მაგალითად, არსებობენ პაციენტები დიასთემებით (კბილთა შორის სივრცეები) , რომელთათვისაც აუცილებლობას არ წარმოადგენს ამ საშუალებების გამოყენება. ესეც არის ერთ-ერთი მიზეი, რომ აუცილებლად გვყავდეს პირადი სტომატოლოგი, რომლისგანაც მივღებთ რეკომენდაციებს.
რამდენ ხანში ერთხელაა რეკომენდირებული სტომატოლოგთან ვიზიტი და რა პროცედურები უნდა ჩავიტაროთ აუცილებლად ჯანსაღი კბილების შესანარჩუნებლად?
– როგორც წესი, სტომატოლოგთან ვიზიტი 6 თვეში ერთხელ აუცილებელია. უნდა განხორციელდეს 6 თვეში ერთხელ კბილების პროფესიული წმენდა. მოშორება რბილი და მაგარი ნადებისა სპეციალური სკაილერის და ეარფლოუს აპარატით. დათვალიერდეს პირის ღრუ, ნაადრევად აღმოვაჩინოთ კარიესული დეფექტები. ასევე, შეფასდეს ლორწოვანის, ანუ ღრძილების მდგომარეობა და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა. პირის ღრუს ნებისმიერი დაავადების დროულად აღმოსაჩენად აუცილებელია პროფილაქტიკური ვიზიტი სტომატოლოგთან.
რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს სიბრძნის კბილის ამოსვლას და რამდენად რეკომენდირებულია ქირურგიული ჩარევა?
– სტატისტიკურად და ჩვენი დაკვირვებით, ამ ბოლო დროს ახალ თაობაში ძალიან ხშირად ვხვდებით სიბრძნის კბილების გართულებულ ამოსვლას . ასევე, მათ არასწორ ანუ რეტენციულ დგომას. ეს ის შემთხვევაა, როდესაც პირის ღრუს რკალი არ არის შესაბამისი ზომის, რომ მერვე კბილი ჩაეტიოს. ასეთ შემთხვევაში, ორთოდონტიული თვალსაზრისით, ზოგჯერ კი იმიტომ, რომ ეს ამოუსვლელი კბილი რთულდება და იწვევს ირგვლივმდებარე ქსოვლების ანთებას, ვიღებთ ამ კბილს. ეს ის შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვგეგმავთ ამ კბილებზე ოპერაციულ ჩარევას. გავრცელებულია მოსაზრება, რომ სიბრძნის კბილები არ არის საჭირო და რუდიმენტია, თუმცა არ დავეთანხმებოდი ამ აზრს. თუ იგი რკალში ნრმალურად დგას და მას შემხვედრი, ანუ ანტაგონისტი ჰყავს და იგი ღჭვაში მონაწილეობს, მაშინ ე სკბლები გამოსაყენებელია და საჭიროცააა. მის მოშორებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში მივივართ, თუ ეს იგეგმება ორთოდონტის მიერ კბილების გასწორების მიზნით ან თუ იგი გართულებულია ირგვლვმდებარე ქსოვილების ანთებით.
მარიამ გობიანიძე