საქართველოში დაგეგმილი კონცერტების გადადების გამო ბრიტანელი მომღერალი ელტონ ჯონი Facebook-ზე განცხადებას ავრცელებს.
“ძალიან ვწუხვარ საქართველოში დაგეგმილი კონცერტების გადადების გამო. ჩვენ გადავდეთ კონცერტები შემდეგი წლისთვის. ველოდები საქართველოში ჩასვლას. შეგხვდებით ძალიან მალე!“ – დაწერა ელტონ ჯონმა.
მომღერალმა „Black Sea Arena“-ზე 2017 წლის 16-17 სექტემბერს დაგეგმილი კონცერტები ჯგუფის წევრის ავადმყოფობის გამო გადადო.
ელტონ ჯონის საქართველოს 2018 წელს ესტუმრება და „Black Sea Arena“-ზე კონცერტებს 30 ივნისსა და პირველ ივლისს გამართავს.