• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ოთხშაბათი, ივლისი 6, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home პოლიტიკა
“ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში სამხრეთ ოსეთი არაერთხელაა მოხსენიებული საქართველოს ნაწილად”

საქართველო “ღია მმართველობის პარტნიორობის” თავმჯდომარე ქვეყანა ხდება

2017/09/15
in პოლიტიკა
1 0
1
SHARES
10
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

“ღია მმართველობის პარტნიორობის” ინიციატივას, რომელიც 75 ქვეყანას აერთიანებს, საქართველო უხელმძღვანელებს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო იქნება მაღალი რანგის საერთაშორისო ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა. ამ თემაზე ბრიფინგი დღეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გამართა.

„OGP“-ის თავმჯდომარეობას ჩვენი ქვეყნის მთავრობა 19 სექტემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ „OGP“-ის მაღალი დონის ღონისძიებაზე საფრანგეთის მთავრობისგან გადმოიბარებს და საერთაშორისო პარტნიორობას 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 1 ოქტომბრამდე (1 წლის ვადით) უხელმძღვანელებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს “ღია მმართველობის პარტნიორობის” თავმჯდომარეობას უშუალოდ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გადააბარებს. ღონისძიებაში მონაწილეობს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც „OGP“-ის მმართველ კომიტეტში ჩვენს ქვეყანას წარმოადგენს. ღონისძიებას დაესწრება საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცეპრემიერი მიხეილ ჯანელიძე. საქართველოს დელეგაცია ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ამ და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად კვირიდან გაემგზავრება.

საქართველო „OGP“-ის რიგით მე-6 თავმჯდომარეა. დღემდე პარტნიორობას ხელმძღვანელობდნენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: დიდი ბრიტანეთი, ინდონეზია, მექსიკა, სამხრეთ აფრიკა და საფრანგეთი. OGP- ის თავმჯდომარეობის პერიოდში, საქართველოს თანათავმჯდომარე სამოქალაქო სექტორიდან სამხრეთ აფრიკის “გამჭვირვალობის საერთაშორისო სკოლის” (International School for Transparency) ხელმძღვანელი მუკელანი დიმბა იქნება.

საქართველოში “ღია მმართველობის პარტნიორობის” პროცესს წარმართავს და კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტრო, ის წარმოადგენს ქვეყნის სხვადასხვა უწყებას „OGP”- ის ფორმატში საერთაშორისო დონეზე.

„OGP”-ის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი საქართველომ არაერთი უწყებისა და მთავრობის იმ წარმატებული პოლიტიკის შედეგად მოიპოვა, რომელსაც ქვეყანა ღია მმართველობისათვის ატარებს; კერძოდ:

  • საქართველოს მთავრობა ერთ-ერთი ყველაზე ღია და გამჭვირვალე მთავრობაა პარტნიორობის წევრ ქვეყანათა შორის – 2013 წლიდან მოქმედებს საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც საჯარო უწყებებს ავალდებულებს, პროაქტიულად გამოაქვეყნონ საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით, ისე, რომ არ დაელოდონ მოთხოვნას;
  • საქართველო კორუფციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რისკის მქონე ქვეყანაა მსოფლიოში – „Trace International“-ის კვლევით, მექრთამეობის რისკების მიხედვით, მსოფლიო ინდექსში საქართველო 199 ქვეყანას შორის მე-13 ადგილზეა. ის უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: საფრანგეთი, ისლანდია, ლუქსემბურგი, შვეიცარია, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და ავსტრია;
  • საქართველოს მთავრობისათვის ღია მმართველობა ქვეყნის მართვის ძირითადი პრინციპია – 2012 წლის ოქტომბრიდან საქართველოში ფართომასშტაბიანი რეფორმები ტარდება ინსტიტუციური დემოკრატიის დასამკვიდრებლად. ამ რეფორმების მთავარი მიზანი ეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება, მათი გამჭვირვალობისა და ღიაობის გაზრდაა;
  • სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით საქართველო სამაგალითოა არა მხოლოდ რეგიონული, არამედ მსოფლიო მასშტაბით – სერვისები ხელმისაწვდომი, სწრაფი და კომფორტულია არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ დაბებსა და სოფლებშიც, რასაც იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები უზრუნველყოფენ; ამ უკვე ცნობილ ბრენდებს მალე ბიზნეს სახლიც შეემატება.
  • საქართველოს აქვს მმართველობაში მოქალაქეების ჩართულობისა და მონაწილეობის სამაგალითო მექანიზმი – ღია მმართველობის ფორუმი, რომლის ფარგლებშიც მთავრობა უწყვეტი დიალოგის რეჟიმშია საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ბიზნესსექტორსა და საზოგადოებასთან;
  • სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის გამარტივებული ურთიერთობის მექანიზმია პორტალი “mygov.ge” – საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტის საშუალებით ამ ვებგვერდიდან მიიღონ 70-ზე მეტი მომსახურება. პორტალზე წვდომა შესაძლებელია ტაბლეტებითა და სმარტფონებითაც.

«OGP» – ის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს მთავრობას ოთხი პრიორიტეტული მიზანი ექნება:

  • მოქალაქეთა ჩართულობის და თანამშრომლობის გაძლიერება;
  • მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა;
  • ინოვაციების დანერგვა საჯარო სერვისების მიწოდებაში;
  • უკეთესი პარტნიორობის ჩამოყალიბება.

ეს მიზნები სრულ შესაბამისობაშია “OGP” – ის მმართველი კომიტეტის მიერ შემუშავებულ ორგანიზაციის სტრატეგიასთან, ამასთან, პირდაპირ ეხმიანება მოქალაქეთა ყოველდღიურობას.

(SDG) მე -16 მიზანს, რომელიც მშვიდობიანი საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებას, ეფექტური და ანგარიშვალდებული ინსტიტუციების მშენებლობას გულისხმობს.

საქართველოს თავმჯდომარეობის კონცეფცია, როგორც დოკუმენტი, თავმჯდომარეობის გადმობარების დღეს, ნიუ-იორკში პრემიერ-მინისტრის მიერ იქნება წარდგენილი.

თავმჯდომარეობის პერიოდში, კერძოდ კი 2018 წლის მეორე ნახევარში კი საქართველო, როგორც „OGP”-ის თავმჯდომარე ქვეყანა, “ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალურ სამიტს უმასპინძლებს.

«OGP» – ის თავმჯდომარე ქვეყნად არჩევამდე საქართველოს წარმატებები საერთაშორისო პარტნიორობაში არაერთხელ იქნა აღიარებული; კერძოდ: 2013 წელს “ღია მმართველობის პარტნიორობის” ყოველწლიურ სამიტზე ლონდონში ქართული რეფორმა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სფეროში 7 ყველაზე წარმატებულ პროექტს შორის დაასახელეს; 2014 წელს საქართველო მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს; 2015 წელს მექსიკის გლობალურ სამიტზე საქართველოს, სამოქალაქო საზოგადოებასთან წარმატებული თანამშრომლობისათვის, ღია მმართველობის ჩემპიონის ჯილდო გადაეცა; 2015 წელს თბილისში “ღია მმართველობის პარტნიორობის” ევროპის რეგიონული კონფერენცია გაიმართა. საქართველო პირველი ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც პარტნიორობის მაღალი დონის შეხვედრას უმასპინძლა. კონფერენციისათვის ჩვენმა ქვეყანამ შექმნა “OGP – საქართველოს” სპეციალური ბრენდინგი, რომელიც ეროვნულ მოტივებს ეფუძნება და ერთ-ერთი საუკეთესოა “ღია მმართველობის პარტნიორობის” ქვეყნებს შორის.

„OGP”- საერთაშორისო პარტნიორობაა, რომელიც 2011 წელს აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას და ბრაზილიის პრეზიდენტ დილმა რუსეფის მიერ დაფუძნდა. თავდაპირველად ის 8 ქვეყანას აერთიანებდა. პარტნიორობის მიზანია, მოქალაქეებისთვის გაუმჯობესდეს საჯარო დაწესებულების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, ქვეყნის მართვის პროცესში მონაწილეობა, სახელმწიფო სერვისების მიწოდება, საჯარო რესურსების მართვა, უსაფრთხო გარემო. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც “OGP” – ს 2011 წელს შეუერთდა

fb-share-icon
Tweet
ShareTweetShare

მსგავსი სტატიები

“ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რა გვინდა – გავაგრძელოთ სვლა ევროპისაკენ” – ისტორიკოსი
ახალი ამბები

“ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რა გვინდა – გავაგრძელოთ სვლა ევროპისაკენ” – ისტორიკოსი

2022/07/01
მოსკოვში რუსი ოპოზიციონერი, ილია იაშინი დააკავეს 
ახალი ამბები

მოსკოვში რუსი ოპოზიციონერი, ილია იაშინი დააკავეს 

2022/06/28
რომ მოვინდომოთ აქციის ჩატარება, გადავავსებთ თავისუფლების მოედანს და იმის იქით – კობახიძე
ახალი ამბები

რომ მოვინდომოთ აქციის ჩატარება, გადავავსებთ თავისუფლების მოედანს და იმის იქით – კობახიძე

2022/06/28
Next Post

ლონდონის მეტროში სადგურ პარსონს-გრინზე აფეთქება მოხდა

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 15.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

აგვისტოში ფულადი გზავნილები 15.09 %-ით გაიზარდა

ყაზახეთში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა

ყაზახეთში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა

Discussion about this post

ახალი ამბები

როგორ გამოიხატება კვებითი აშლილობა ადამიანებში
ახალი ამბები

როგორ გამოიხატება კვებითი აშლილობა ადამიანებში

2022/07/06
0

რა არის კვებითი აშლილობა, რა იწვევს მას და როგორ გამოიხატება ადამიანებში - შეიძლება ითქვას, ეს საკითხი მიმდინარე საუკუნის ერთერთი მთავარი...

სრულად
ეკონომიკის მინისტრი: წყალტუბო უნდა განვითარდეს მდგრადად და შენარჩუნდეს ის მწვანე სივრცეები, რომელიც აქ არის 

ეკონომიკის მინისტრი: წყალტუბო უნდა განვითარდეს მდგრადად და შენარჩუნდეს ის მწვანე სივრცეები, რომელიც აქ არის 

2022/07/06
უკრაინას წლის ბოლომდე ომის მოგება შეუძლია – უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი

უკრაინას წლის ბოლომდე ომის მოგება შეუძლია – უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი

2022/07/06
საბერძნეთში, ყაჩაღობისა და ქურდობის ბრალდებით 48 წლის ქართველი ქალი დააკავეს  

საბერძნეთში, ყაჩაღობისა და ქურდობის ბრალდებით 48 წლის ქართველი ქალი დააკავეს  

2022/07/06
ომბუდსმენმა კონსტიტუციური სარჩელი მოამზადა, რომელიც “ალტ ინფოს” პარტიის აკრძალვას ეხება

ომბუდსმენმა კონსტიტუციური სარჩელი მოამზადა, რომელიც “ალტ ინფოს” პარტიის აკრძალვას ეხება

2022/07/05
“დაიბადა იდეა, ზღაპარი ყოფილიყო ხელშესახები და მატერიალურად აღქმადი”

“დაიბადა იდეა, ზღაპარი ყოფილიყო ხელშესახები და მატერიალურად აღქმადი”

2022/07/05
“როცა ქვეყანა იმპორტ დამოკიდებულია, ფასს განსაზღვრავს მსოფლიო ბაზრის ფასები, კონიუნქტურა და ვალუტის კურსი” – ექსპერტი

“როცა ქვეყანა იმპორტ დამოკიდებულია, ფასს განსაზღვრავს მსოფლიო ბაზრის ფასები, კონიუნქტურა და ვალუტის კურსი” – ექსპერტი

2022/07/04

საინტერესო

„ფოთში ჩვენ გვაქვს უზარმაზარი შესაძლებლობები” – გიორგი კვირიკაშვილი

6 წელი ago
არ ვიცი, საიდან გავრცელდა ინფორმაცია 15 აპრილიდან ჩაკეტვაზე… დიდ ლოქდაუნზე საუბარი არაა – გამყრელიძე

არ ვიცი, საიდან გავრცელდა ინფორმაცია 15 აპრილიდან ჩაკეტვაზე… დიდ ლოქდაუნზე საუბარი არაა – გამყრელიძე

1 წელი ago
მთავრობა კანაფის კულტივაციის  კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევას დათანხმდა

პარლამენტი მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნაზე მუშაობს

4 წელი ago
კახა ბექაური: “თუ არ გაითვალისწინებენ კომისიის პოზიციას აუცილებლად შევალთ საცალო ბაზარზე და დავადგენთ ზედა ზღვრულ ტარიფებს“

კახა ბექაური: “თუ არ გაითვალისწინებენ კომისიის პოზიციას აუცილებლად შევალთ საცალო ბაზარზე და დავადგენთ ზედა ზღვრულ ტარიფებს“

3 წელი ago

კალენდარი

ივლისი 2022
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« ივნ    

სიახლეები

  • როგორ გამოიხატება კვებითი აშლილობა ადამიანებში 2022/07/06
  • ეკონომიკის მინისტრი: წყალტუბო უნდა განვითარდეს მდგრადად და შენარჩუნდეს ის მწვანე სივრცეები, რომელიც აქ არის  2022/07/06
  • უკრაინას წლის ბოლომდე ომის მოგება შეუძლია – უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი 2022/07/06

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In