ქ. ყარაგანდა, ყაზახეთი – ქ. ყარაგანდაში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნის საზეიმო ცერემონია დასაქართველო-ყაზახეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ყაზახეთის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ყაზახეთისრესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების, საჯარო სტრუქტურების და ბიზნეს სექტორის 100-მდეწარმომადგენელმა.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმაყაზახეთის რესპუბლიკაში ზურაბ აბაშიძემ და საქართველოს საპატიო კონსულმა ჟანატ ტუსუპბეკოვმა.
ბიზნეს-ფორუმის დამსწრე საზოგადოებას საქართველოს საინვესტიციო კლიმატის და ენერგეტიკის სფეროში საინვესტიციოშესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს საქართველოს ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროსწარმომადგენლებმა. ფორუმის მონაწილეებს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ საქართველოში ბიზნესის დაწყების დაწარმოების სამართლებრივ რეგულაციებთან, საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო კლიმატთან და ლიბერალურსაგადასახადო სისტემასთან დაკავშირებით.
ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში გამართულ საზეიმო მიღებაზე კი სტუმრებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოსკულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობების, საქართველოს ტურისტული რეგიონების პოტენციალისა დაეთნოგრაფიული კუთხეების, ეკონომიკური განვითარებისა და განხორციელებული რეფორმების შესახებ. ღონისძიებისდასასრულს სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ და ყაზახურ ფოლკლორს და დაეგემოვნებინათქართული ეროვნული კერძები და ღვინო.
ყაზახეთში საქართველოს საპატიო საკონსულოს შენობის საზეიმო გახსნის ცერემონია და საქართველო-ყაზახეთის ბიზნეს-ფორუმი საქართველოს საელჩოს, საქართველოს საპატიო კონსულის ჟანატ ტუსუპბეკოვის და ყარაგანდის აკიმის(გუბერნატორის) ორგანიზებითა და მხარდაჭერით გაიმართა.