„ზოგადად, წინასაკონსტიტუციო სიტუაცია არის ჩიხური. კონსტიტუციას აქვს როგორც სამართლებრივი, ისე საზოგადოებრივი დატვირთვა და საჭიროა კონსენსუსი ხალხთან“. ამის შესახებ იურისტმა დავით ჯანდიერმა „ტვ პირველზე“, გადაცემა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბების“ ეთერში ისაუბრა.
„რაც დღეს მოვისმინეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, განსხვავებულად აყალიბებს კონსტიტუციის ხედვას, ვიდრე ის მეორე მოსმენით მიღებულ დოკუმენტშია მოცემული. ძირითადი ცვლილებები ეხება საარჩევნო სისტემას, პროპორციულ სისტემაზე დაუყოვნებლივ გადასვლას, ბარიერის 3%-მდე დაწევას. ასევე საუბარია, რომ ეროვნული უშიშროების საბჭო განისაზღვროს, როგორც კონსტიტუციური ორგანო, იყოს პარტიული ბლოკების შქმნის შესაძლებლობა.
სიტუაცია მესამე მოსმენამდე შორს არის კონსენსუსისგან და საკმაოდ რთულია იმის თქმა, რამდენად ეფექტურად იმუშავებს ეს დოკუმენტი ცხოვრებაში. ძირითად საკითხებზე არ არსებობს თანხმობა. ასევე ჩვენი სისტემა სრულად არ ასახავს მოსახლეობის ხმებს და მათ ნებას. მოქალაქეების და საზოგადოების ამოცანაა, რომ პარტიები იმგვარად იყოს წარმოდგენილი პარლამენტში, როგორც ხალხის ხმებს შეესაბამება.
თუ ყველანი ვთანმხდებით, რომ კონსტიტუცია არის კონსენსუსის დოკუმენტი, რა თქმა უნდა სასურველია რომ ნებისმიერი აქტორი და მათ შორის პრეზიდენტიც მონაწილეობდეს პროცესში. ბოლო შანსი მაინც არსებობდეს, რომ გამოსწორდეს სიტუაცია. უმრავლესობა ფიქრობს, რომ ეს არის პარლამენტის ფუნქციებში ჩარევა, ეს ასე არ არის. მთავარია არ მივიღოთ ისეთი კონსტიტუცია, რომელსაც საზოგადოებრივი ლეგიტიმაციის ნაკლი ექნება“ , – განაცხადა დავით ჯანდიერმა.
მანანა ღოღობერიძე