„თუ რაღაც მნიშვნელოვანია და ძალიან კარგია, 2024 წლამდე რატომ უნდა გადავავადოთ. როდესაც ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში, „ქართული ოცნების“ ზოგიერთი ლიდერი შიმშილობდა კიდეც ამ მოთხოვნით,რომ პროპორციული სისტემა ყოფილიყო“ , – განაცხადა გიორგი ბარამიძემ. მმართველი გუნდის ახალ საკონსტიტუციო ინიციატივაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა „მაესტროს“ ეთერში ისაუბრა.
„მაჟორიტარული სისტემა არის ადგილობრივი პატარა ოლიგარქიული ადამიანების ასპარეზის მსხვერპლი. თვითონ „ქართული ოცნება“ იყო შეთანხმებული, რომ ეს სისტემა შეგვეცვალა, ზარზეიმით დაიწყეს სახალხო განხილვები, ვენეციის კომისიას წინასწარ რომ გაუგზავნეს პროექტი, იმაშიც ეს ეწერა. ეს კარგი ამბავი თავად გადაიფიქრეს და მიხვდნენ, რომ თუ პროპორციულ სისტემაზე გადავალთ 2020 წლიდან, აუცილებლად დაკარგავენ ხელისუფლებას.
ოპოზიციის პასუხი დიდი ხანია ნათელია. რაც არ უნდა ერთმანეთი არ გვიყვარდეს, რადიკალური განსხვავებული პარტიებიც ვთანხმდებით. ჩვენი მოთხოვნები არ სრულდება, ეს არის მათ შორის პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა,რაც არ აწყობს ივანიშვილს, უნდა რომ ჰყავდეს ჯიბის პრეზიდენტი, აქამდე არ გამოუვიდა და ამიტომ თვითონ ინსტიტუტზე იძიებს შურს“ , – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
მანანა ღოღობერიძე