მექსიკას თავს დამტყდარმა ინგრიდის სახელწოდების ქარიშხალმა უკვე 34 კაცის სიცოცხლე შეიწირა და ეს არის 1958 წლის მერე ამ ქვეყანისთვის ყველაზე უდიდესი ქარიშხალი, რომელმაც ყველაზე მეტი ზარალი მიაყენა მექსიკის ყურეში მდებარე ვერაკრუზის პროვინციას.
აქ მას თან ახლავს კოკისპირული წვიმაც, რის გამოც ხელისუფლებამ 23 ათასი კაცის უსაფრთხო ადგილებში ევაკუირება მოახდინა და მათ ჰუმანიტარულ დახმარებასაც უწევს.
წყალდიდობის შედეგად დროებით გადაიკეტა დედაქალაქ მეხიკოს ქალაქ აკაპულკოსთან დამაკავშირებელი ოტობანი, გადაიდო თვითმფრინავის რეისები, ხოლო ზოგიერთ დასახლებებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ.
18.09.13
Discussion about this post