ნიუ-იორკის ტყეების დაცვის დეკლარაციის მიიღებიდან თითქმის სამი წელია გასული. ეს დეკლარაცია მიჩნეულია ტყეების დაცვისკენ გადადგმულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად. მასზე ხელი 190-ზე მეტმა ქვეყანამ, ბიზნესმენებმა, კორპორაციებმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოაწერეს. დეკლარაცია 2020 წლისთის შემუშავდა, მასში შესულია არამხოლოდ ტყეთა დაცვის, არამედ აღდგენისა და განახლების პუნქტები.
ნიუ-იორკის ტყეების დაცვის დეკლარაცია წელს შესულია პარიზის კლიმატის ხელშეკრულებისა და მდგრადი განვითარების მიზნებშიც.მიუხედავად იმისა, რომ დეკლარაცია ყველა მნიშვნელოვან შეხვედრაზე ხელახლა განიხილება და მისი განხორციელების მონიტორინგიც კი მიმდინარეობს, არ იქნება აზრს მოკლებული იმაზე საუბარი, რომ ქვეყნების მხრიდან გადადგმული ქმედითი ნაბიჯების რიცხვი უნდა გაიზარდოს, იმ მიზნით, რომ 2020 წლისთვის დეკლარაციაშივე დასახული მიზნები შესრულებულ იქნას.
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის 2017 წლის მონაცემებით, 2030 წლისთის 170 მილიონ ჰექტარ ტყეს ემუქრება განადგურება. საერთაშორისო ორგანიზაცია განადგურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სოიოსა და პალმის პლანტაციების ზრდას ასახელებს.
დეკლარაციაში ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ შედეგების მისაღწევად სახელმწიფოებმა, ბიზნესთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად უნდა იმოქმედონ.
ტყეების დაცვა და აღდგენისკენ აქტიური მოლაპარაკებები 2011 წელს დაიწყო. როდეასც გაეროს ასამბლეამ 2011 წელი ტყეების საერთაშორისო წელიწადად გამოაცხადა. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის ექსპერტების ტყის ფართობის შემცირების ხარჯზე უდაბნოთა გაფართოების მთავარ ფაქტორად ადამიანთა სასოფლო-სამეურნეო თუ სხვა საქმიანობას მიიჩნევენ.
რამდენიმე ფაქტი დეკლარაციიდან:
დეკლარაციაში ნათქვამია,რომ ყოველ წელიწადში მსოფლიოში 13 მილიონი ჰექტარი ტყე ქრება;
ტყე განხილულია გლობალური დათმობის და მისი თანმდევი პროცესების შემცირების მთავარ წყაროდ;
მიზნად დასახულია, რომ 2020 წლისთვის აღდგეს 150 მილიონი ჰექტარი ტყე. აღნიშნულია ის ფაქტიც,რომ თუ მიზნები შესრულებული იქნება 2020 წლისთვის სახეზე იქნება 4.5-დან 8.8 მილიარდამდე ტონა ემისიის შემცირება;
დეკლარაციას ხელს აწერენ ისეთი ცნობილი კომპანიები,როგორიცაა ლორეალი, მაკდონალდსი, ნესტლე, ივ როშე და ა.შ.
ნათია კეკენაძე