ჰობი – საქმიანობაა, რომელიც თავისუფალ დროს სიამოვნებას გვანიჭებს. გავერკვეთ, რომელი ჰობი გვიუმჯობესებს ცხოვრებას.
1. კითხვა – სამეცნიერო კვლევამ დაამტკიცა, რომ კითხვა მოგიხსნით სტრესს. აუმჯობესებს ძილს. იკითხეთ ძილის წინ.
2. მებაღეობა – სასარგებლო ფიზიკური დატვირთვაა. ამცირებს დემენციის განვითარების რისკს. თანაც, სუფრაზე თქვენი მოყვანილი ხილი და ბოსტნეული გექნებათ.
3. მედიტაცია – მოგიხსნით სტრესს, დაგირეგულირებთ არტერიულ წნევას, გაგიუმჯობესებთ იმუნიტეტს, კონცენტრაციას.
4. ჭადრაკი – ტვინის ორივე სფერო მუშაობს. აქტიურდება ლოგიკური და აბსტრაქტული აზროვნება. ვარჯიშდება ოპერატიული მეხსიერება.
5. პიანინოზე დაკვრა – აუმჯობესებს კოორდინაციას. გარდა ამისა, კვლევამ დაამტკიცა, რომ ეს ჰობი IQ-ის დონეს 7 პუნქტით ამაღლებს.
6. ცეკვა – სასიამოვნო ფიზიკური დატვირთვაა, მოგიხსნით სტრესს, აგიმაღლებთ სეროტონინის დონეს.
7. გუნდური სპორტი – ახალი ადამიანების გაცნობს საშუალებაა, თანაც დროის საინტერესოდ გატარებას შეძლებთ.
8. საბრძოლო ხელოვნება – ფიზიკური აქტივობა და აღმოსავლური ფილოსოოფიის შესწავლა გაგიუმჯობესებთ კოორდინაციას, გამძლეობას, ტვინისა და სხეულის მუშაობას.
9. ბლოგერობა – ნებისმიერი ჰობის დროს შეგიძლიათ იყოთ ბლოგერი, გამოთქვათ საკუთარი აზრი და სხვებს მისცეთ მათი კითხვის საშუალება.
10. ონლაინ კურსები – ცოდნა ძალაა! აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. გაიგებთ ახალს, ახალ თანამდებობაზე გადახვალთ, დაწინაურდებით.
11. უცხო ენის შესწავლა – შეგეძლებათ უცხო საზღვარგარეთ მცხოვრებ ადამიანებთან ურთიერთობა. თანაც, რეზიუმეშიც საპატიო ადგილს დაიკავებს უცხო ენის ცოდნა.
12. ქსოვა – მოგადუნებთ, გიხსნით დეპრესიისა და შფოთისგან. თანაც, თქვენს გარდერობში ახალი ნივთები გაჩნდება.
წყარო: marao.ge