ქართული სუფრა თავისი მრავალფეროვნებითა და არომატით ოდითგანვე განთქმულია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქართულ კერძებს საქართველოს გარდა ბრიტანეთშიც დააგემოვნებენ.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ქართული სამზარეულოს კვირეული გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც, ქართული კერძების ნაირსახეობა პარლამენტში მდებარე რესტორნის მუდმივ მენიუში შევიდა.
,,ბრიტანეთის პარლამენტში, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, საქართველოს საელჩოს ინიციატივით ქართული სამზარეულოს კვირეული „A Taste Adventure to Georgia“ პირველად მოეწყო. კვირეულის ფარგლებში, რომელიც სექტემბრის პირველ ნაწილში გაიმართა, მსურველებს საშუალება მიეცათ, პარლამენტის რესტორანში ქართული ეროვნული კერძები დაეგემოვნებინათ . მათი დიდი ნაწილი კვირეულის შემდგომ რესტორნის მუდმივ მენიუში დატოვეს”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ნინო ზარიძე