„სოსო ოხანაშვილი არის დაახლოებით „მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანა“. ის იძულებული იყო მამა გიორგისთვის სასარგებლო ჩვენება მიეცა, რადგან ამ ჯგუფის დაინტერებული პირია. აბსურდია,რომ ვინმემ წინასწარ იცოდა ჩანთაში ციანიდის შესახებ“ , – ამის შესახებ ე.წ ციანიდის საქმის მთავარმა მოწმემ, ირაკლი მამალაძემ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.
„მამა გიორგის დაკავება უხეში ფორმებით მოხდა, შესაძლოა მას პირშიც ჰქონოდა ციანიდი. ეს არის მორიგი შოუ,რომ ჩანთაში ციანიდის შესახებ წინასწარ იცოდნენ. თავის ფასში ვერ ვუშოვე და იაფად სხვისგან შეიძინა ციანიდი. პირდაპირ მძიმე სიტყვებით აქვს ნათქვამი ოხანაშვილს, „დედას ვუტირებთ“, მაგან არ იცის როგორი საშიში გავხდი, იაკობის და შორენას თავებს აივანზე შევუყრითო.’
სოსო ოხანაშვილი ნახევარ სინოდს ეძახდა, სანტა-კლაუსები არიან და ჭყონიას უნდა ჩავაბაროო. სოსო ოხანაშვილი 14 წელი იცავდა პატრიარქს ჩვეულებრივი მრევლისგან. ამის შემდეგ რომ ასეთ მძიმე ბრალდებას გიყენებენ და სადღაც მიდიხარ, ის „გამოაპანღურეს“ საპატრიარქოდან. ფაქტია,რომ გიორგი მამალაძე ითხოვდა ციანიდს, სასიკვდილო დოზას, ადამიანის მკვლელობისთვის, არ გამოვრიცხავ რომ პატრიარქის მკვლელობისთვის“, – განაცხადა ირაკლი მამალაძემ.
მანანა ღოღობერიძე