„თუ ეს იცოდა ანზორ ჩუბინიძემ, შესაძლოა ეს იცოდა მაღალი თანამდებობის პირმა და მათ შორის პრემიერმინისტრმა. ფაქტი ის არის,რომ მამალაძეს ციანიდი „ჩაუდეს““ , – ამის შესახებ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა, პაატა მეხრიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ უნდა დავაკვირდეთ რა პირობებში მოხდა ციანიდის ამოღება ხელბარგიდან, რა კანონდარღვევები არსებობდა. წინასწარ იცოდნენ, რომ ციანიდი ჰქონდა, სანამ ეს ბარგი ხელში ჰქონდა, მაშინ კი არ გაჩხრიკეს, უკვე ჩაბარებული ხელბარგიდან ამოიღეს. ციანიდის ამოღებასაც არ დაასწრეს, შეიძლებოდა იქვე დაკავებულიყო მამა გიორგი,რომელიც 10 მეტრში იმყოფებოდა. მოეყვანათ და ამოღებული ნივთის დალუქვაზე მისი ხელმოწერა ყოფილიყო.
ეს ხელბარგი როცა პროკურატურაში მიიტანეს, არც აქ მომხდარა ექსპერტიზა, რომ დადასტურებულიყო დამნაშავის კავშირი დანაშაულის საგანთან. აეროპორტის ვიდეოკამერებს არ დაუფიქსირებია ხელბარგის ამოღება. ვინ იცოდა და ვისგან მოდიოდა დავალება, ამა სჭირდება მიუკერძოებელი გამოძიება, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ. ფაქტია,რომ დილით იცოდნენ,რომ ხელბარგში უნდა ყოფილიყო ციანიდი, ამის გამო უთხრეს ოხანაშვილს წინასწარ“ , – განაცხადა პაატა მეხრიშვილმა.
მანანა ღოღობერიძე