• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
სამშაბათი, ივლისი 5, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home რელიგია
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე

ილია მეორე: “სიხარული არის შედეგი სიყვარულისა”

2017/09/27
in რელიგია
1 0
1
SHARES
11
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს კიდევ ერთხელ მიმართა, ხვალ, 10:00 საათზე სამებაში შეიკრიბონ, რათა ერის გამთლიანების შესახებ იმსჯელონ.

სამების საკათედრო ტაძარში ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლიტურგია დასრულდა. პატრიარქმა მრევლს დღევანდელი დღესასწაული მიულოცა და ტრადიციული ქადაგებით მიმართა.

პატრიარქის თქმით, ყოველი ადამიანი მოწოდებულია იმისთვის, რომ შეიცნოს საკუთარი თავი, გაიგოს რა არის მასში დადებითი და უარყოფითი მხარეები, ყველაფერი უნდა გააკეთოს რათა დაძლიოს ეს უარყოფითი თვისებები.

პატრიარქმა მრევლს შეახსენა, რომ ხვალ, ხუთშაბათია და 10.00 საათზე სამების ტაძარში შეიკრიბონ. ხუთშაბათობით სამებაში შეკრების შესახებ პატრიარქმა 21 სექტემბერს, ღვთისმშობლობას იქადაგა.

„დღეს ჩვენ ვიხსენებთ აფხაზეთის ომში დაღუპულებს და შევთხოვთ უფალს, რომ მათი ლოცვა შეგვეწიოს ჩვენ და საქართველოს. მე ადრე გითხარით, რომ ხუთშაბათობით გვექნება შეხვედრა, ხვალ 10:00 საათზე ჩვენ შევიკრიბებით აქ, სამების ტაძარში. ეს იქნება პირველი შეხვედრა და ფიქრი იმის შესახებ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ იმისთვის, რომ მთლიანობას მივაღწიოთ, მთლიანობა დავიმსახუროთ. ღმერთი მოწყალეა და მოგვცემს ჩვენ მთლიანობას. ხვალ იქნება შეხვედრა სამებაში, მაგრამ მომავალში, რადგან ეს სამუშაო დღეა, ალბათ შაბათობით გვექნება შეხვედრები. ჩვენ უნდა შევიცნოთ თავი ჩვენი და შევიცნოთ ერთმანეთი, ჩვენ უნდა მხარში ამოვუდგეთ ერთმანეთს. რატომღაც ისეა მოწყობილი ადამიანის გონება, რომ ერთმანეთში ცუდს ვხედავთ და ნაკლებად კარგს. უნდა დავინახოთ სიკეთე, უნდა დავინახოთ სიყვარული, სიხარული. სიხარული არის შედეგი სიყვარულისა. ფილოსოფოსი კონფუცი ამბობს, რომ არ არის საკმარისი სხვამ გითხრას, რომ უყვარხარ, შენ უნდა მიაღწიო ისეთ სიმაღლეს, რომ შენ უთხრა სხვას: „საყვარელო, მიყვარხარ“. ფსალმუნში ვკითხულობთ: „მაუწყე მე უფალო გზაი, რომელსაცა ვიდოდე“. ხვალინდელი დღე მთლიანობის, საქართველოს, ქართველი ხალხის გამთლიანების დღეა, დასაწყისია გამთლიანების და შევთხოვთ უფალს, გვაუწყოს, გვითხრას, გვიჩვენოს გზა, რომელსაც ვიდოდეთ“, – ბრძანა პატრიარქმა.

პატრიარქმა დღესვე სამი მღვდელი: მამა ლუკა მკალავიშვილი, მამა ლევან ალადაშვილი, მამა ბასილ მურვანიშვილი დეკანოზის ხარისხში აიყვანა და გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.

fb-share-icon
Tweet
ShareTweetShare

მსგავსი სტატიები

ეკლესიაში შესვლა შარვლებითა და შორტით – რა მნიშვნელობა აქვს ტაძარში ჩაცმულობას 
ახალი ამბები

ეკლესიაში შესვლა შარვლებითა და შორტით – რა მნიშვნელობა აქვს ტაძარში ჩაცმულობას
 

2022/06/27
24 ივნისი ღვთისმშობლის დიდებული ხატის „ღირსი არსი მოწყალე“ ხსენების დღეა
ახალი ამბები

24 ივნისი ღვთისმშობლის დიდებული ხატის „ღირსი არსი მოწყალე“ ხსენების დღეა

2022/06/24
ყრმის განკურნება – კლარჯეთის უდაბნოს სასწაული
ახალი ამბები

ყრმის განკურნება – კლარჯეთის უდაბნოს სასწაული

2022/06/18
Next Post
სტეფანწმინდა მსოფლიოში ყველაზე ლამაზი პატარა ქალაქების ჩამონათვალში მოხვდა

სტეფანწმინდა მსოფლიოში ყველაზე ლამაზი პატარა ქალაქების ჩამონათვალში მოხვდა

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში შესაძლოა ცვლილებები განხორციელდეს

ქეთევან ციხელაშვილი: აფხაზეთთან კონფლიქტი გაყინული არ არის, რუსეთს განგრძობითი ოკუპაციის მცდელობა აქვს

„მებრძოლთა კლუბი“ – მე ჩაკის გაღიმებული მკითხველი ვარ

„მებრძოლთა კლუბი“ – მე ჩაკის გაღიმებული მკითხველი ვარ

Discussion about this post

ახალი ამბები

ომბუდსმენმა კონსტიტუციური სარჩელი მოამზადა, რომელიც “ალტ ინფოს” პარტიის აკრძალვას ეხება
ახალი ამბები

ომბუდსმენმა კონსტიტუციური სარჩელი მოამზადა, რომელიც “ალტ ინფოს” პარტიის აკრძალვას ეხება

2022/07/05
0

საქართველოს სახალხო დამცველი 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მოამზადა კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც შეეხება "კონსერვატიული მოძრაობის"...

სრულად
“დაიბადა იდეა, ზღაპარი ყოფილიყო ხელშესახები და მატერიალურად აღქმადი”

“დაიბადა იდეა, ზღაპარი ყოფილიყო ხელშესახები და მატერიალურად აღქმადი”

2022/07/05
“როცა ქვეყანა იმპორტ დამოკიდებულია, ფასს განსაზღვრავს მსოფლიო ბაზრის ფასები, კონიუნქტურა და ვალუტის კურსი” – ექსპერტი

“როცა ქვეყანა იმპორტ დამოკიდებულია, ფასს განსაზღვრავს მსოფლიო ბაზრის ფასები, კონიუნქტურა და ვალუტის კურსი” – ექსპერტი

2022/07/04
“კარგი ამბავი გვაქვს, ჩვენ ვბრუნდებით” – გიორგი კეკელიძე 

“კარგი ამბავი გვაქვს, ჩვენ ვბრუნდებით” – გიორგი კეკელიძე 

2022/07/04
უკრაინა არაფერს არ თმობს, ჩვენ დავბრუნდებით – უკრაინამ ლისიჩანსკში უკან დაიხია

უკრაინა არაფერს არ თმობს, ჩვენ დავბრუნდებით – უკრაინამ ლისიჩანსკში უკან დაიხია

2022/07/04
ლაშა ბუღაძე აქციაზე: სხვა აღქმა გვქონდა და სხვა გამოვიდა

ლაშა ბუღაძე აქციაზე: სხვა აღქმა გვქონდა და სხვა გამოვიდა

2022/07/04
მიხეილ ჩხენკელმა თბილისის საგამოცდო ცენტრები მოინახულა და აბიტურიენტებს წარმატება უსურვა

მიხეილ ჩხენკელმა თბილისის საგამოცდო ცენტრები მოინახულა და აბიტურიენტებს წარმატება უსურვა

2022/07/04

საინტერესო

ირაკლი ღარიბაშვილი პეტრე პოროშენკოს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

8 წელი ago
რატომ ვერ ასახავს მშპ ადამიანთა ცხოვრების დონეს ქვეყნებში?

რატომ ვერ ასახავს მშპ ადამიანთა ცხოვრების დონეს ქვეყნებში?

4 წელი ago

სოზარ სუბარი აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს

7 წელი ago

შსს-მ დავით კოდუას ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

8 წელი ago

კალენდარი

ივლისი 2022
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« ივნ    

სიახლეები

  • ომბუდსმენმა კონსტიტუციური სარჩელი მოამზადა, რომელიც “ალტ ინფოს” პარტიის აკრძალვას ეხება 2022/07/05
  • “დაიბადა იდეა, ზღაპარი ყოფილიყო ხელშესახები და მატერიალურად აღქმადი” 2022/07/05
  • “როცა ქვეყანა იმპორტ დამოკიდებულია, ფასს განსაზღვრავს მსოფლიო ბაზრის ფასები, კონიუნქტურა და ვალუტის კურსი” – ექსპერტი 2022/07/04

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In