„არც ერთ დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყანაში არ მონაწილეობს თვითმმართველობა სახელმწიფოს მეთაურის არჩევაში. არსად თვითმმართველობა არ არის პოლიტიკური სუბიექტი“ , – კონსტიტუციის მიღებულ კანონპროექტზე პოლიტიკის ექსპერტმა ლევან ალაფიშვილმა „ტვ პირველზე“, გადაცემა „პოლიტმეტრის“ ეთერში ისაუბრა.
„ვენეციის კომისიის დასკვნაში არის მითითებები და რეკომენდაციები, შანსი,იქნებ გამოასწოროთო. ისეთი წინააღმდეგობების შემცველი დოკუმენტია, შეუძლებელია იურისტის თვალს გამმორჩეს. ბოლო 7-8 წლის განმავლობაში საქართველოს ჰქონდა ჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ წესდება, შემდეგ „ქართული ოცნების“ დარედაქტირებული, ახლა გვექნება წმინდა „ქართული ოცნების“ წესდება-კონსტიტუცია.
ეს არ არის ის ძირითადი კანონი, რომელსაც შეიძლება ეწოდოს ყველასთვის მისაღები. კონსტიტუცია უნდა ქმნიდეს შეთანხმებულ თამაშის წესებს განვითარებისთვის.ამ ყველაფერზე პასუხი პროცესმა გაგვცა,ყველა ეტაპზე დომინირებული იყო სუბიექტური ინტერესები და არა სახელმწიფოებრივი. ეს კონსტიტუცია გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხის მატარებელია, შემოდის ორმაგი მოქალაქეობა.
რუსული ოკუპაციის პირობებში პასპორტის პოლიტიკის საფრთხეს როგორ გავანეტრალებთ. 2024 წელს ისევ მაჟორიტარებით დაკომპლექტებული პარლამენტი აირჩევს პრეზიდენტს. ამის შემდეგ ძნელია იპოვო ის,რაც ყველას გააერთიანებს“ , – განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.
მანანა ღოღობერიძე