ინდოეთის მზარდი ეკონომიკა და პროგრესი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მოსაზრებას,რომ სამხრეთ აზია ბოლო წლების განმავლობაში ეკონომიკურად ყველაზე მზარდი რეგიონია მთელს მსოფლიოში.
უკვე ცნობილია,რომ „ინდოეთის ეკონომიკური სამიტი 2017“ 4-დან 6- ოქტომბრამდე გაიმართება ნიუ დელიში. სამიტზე განხილული იქნება ბოლო წლებში მიღწეული წარმატებები და ის ფაქტები,რითიც დღეს ინდოეთი პოზიციონირებს მსოფლიოში,როგორც ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა.
- ინდოეთი მსოფლიოში მე-17 ადგილზეა ეკონომიკური სტაბილურობის კუთხით, მას რეიტინგში საფრანგეთისა და იტალიის გვერდით დაინახავთ. ამ ქვეყნის მშპ ყოველწლიურად იზრდება წარმოუდგენლად დიდი, 5,7%-ით. ინდოეთი მეორეა ჩინეთის შემდეგ,რომელსაც ეკონომიკის მსგავსი ზრდა უფიქსირდება. 2050 წლისთვის ქვეყანას მე-17 ადგილიდან მე-2 ადგილზე გადანაცვლებას უწინასწარმეტყველებენ ;
- ინდოეთის მოსახლეობის რიცხვი 1,34 მილიარდი ადამიანია, ეს რიცხვი მსოფლიო მოსახლეობის 18%-ს შეადგენს. ინდოეთი 1ლ ადგილზეა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მოსახლეობის რაოდენობით ;
- მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, ქვეყნის მთავარ პრობლემად პოლიტიკურ დონეზე კვლავ კორუფცია რჩება ;
- ქვეყნის 29 შტატი საერთო ბაზრის ეკონომიკურ მოწყობაზე გადადის, რაც ნიშნავს ახალ სერვისებსა და გადასახადებს საქონელზე. ინდოეთში ახალი სისტემისგან მოელიან მეტ ეფექტურობასა და ზრდას ;
- ინდოეთი გვთავაზობს ქალთა ჩართულობის გაზრდის სხვადასხვა სტრატერგიას. ქალთა უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანამ 98-ე ადგილიდან 87-ე ადგილზე გადაინაცვლა. ექსპეტების თქმით, ქვეყანამ ქალების ემანსიპაციას უფრო მკვეთრად უნდა დაუჭიროს მხარი და პრაქტიკული მხარე შესძინოს. „ქვეყნის ეკონომიკა ქალთა მეტი ჩართულობით უფრო გაიზრდება, „ – წერენ უცხოური გამოცემები ;
- ქვეყნის მშპ დოლარებში 2 ტრილიონია,რაც ერთ სულ მოსახლეზე 1,600 ათასი დოლარით განისაზღვრება ;
- ექსპერტების შეფასებით, ინდოეთის ეკონომიკის ლიბერალიზაციამ,რომელიც 1980 წლიდან დაიწყო და 2000-იანი წლებიდან უკვე თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნამდე მივიდა, შექმნა მომსახურეობის საუკეთესო სექტორი,რომელიც ეკონომიკური ზრდის მთავარი ფაქტორია. ქვეყანამ შეიძლება ითქვას,რომ სოფლის მეურნეობისდან, ინდუსტრიალიზაციის ეტაპის გამოტოვებით, მომსახურების სექტორზე გადავიდა და მის განვითარებას მიჰყო ხელი.
ნათია კეკენაძე