„ბარსელობა არის ესპანეთის და ევროპის ყველაზე მდიდარი რეგიონი. მადრიდს შეექმნება სერიოზული ეკონომიკური პრობლემები“, – კატალონიის რეფერენდუმის მიზეზებზე და თანმდევ მოვლენებზე პოლიტოლოგმა, ანალიტიკოსმა გრიგოლ გეგელიამ „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ ისაუბრა.
„ადამიანები ითხოვენ,რომ მათ ჰქონდეთ მეტი გავლენა პროცესებზე, ვიდრე ვიღაცას შორეულ დედაქალაქში.ამ რეფერენდუმით ზოგადად ახალი ეპოქის ჩამოდგომას ვხედავთ მსოფლიო პოლიტიკაში. ე.წ ძველი პარტიული პოლიტიკა, ტრადიციული დღის წესრიგი იცვლება. საფრანგეთში გაიმარჯვა მაკრონმა,რომელსაც კავშირი არც ერთ პარტიასთან არ ჰქონია. საერთო ჯამში 40 % ხმას აძლევს ახალ პოლიტიკას, ამერიკაში ვხედავთ ტრამპს.თვითმმართველობის იდეალი არის მეტად მნიშვნელოვანი.
ერაყის ქურთისტანის შემთხვევაში გამოწვევაა უსაფრთხოება, მათ არსებობას ემუქრება საფრთხე. გამოყოფა ნიშნავს მეტი თვითმმართველობის უფლებას, ორივე შემთხვევაში შესაძლებელია მათი ფინანსური დამოუკიდებლობა. ახალი დღის წესრიგი არის გარდაუვალი, თუმცა, თუ საბოლოოდ იქნება ცნობილი ლეგიტიმურობა, ეს იქნება ნებისმიერ შემთხვევაში კრიზისი“ , – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
მანანა ღოღობერიძე