თბილისი მოლში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, ასოციაცია”უსაფრთხო სათამაშოს”წევრ ორგანიზაციებთან ერთად, საინფორმაციო აქცია გამართა.
საინფორმაციო კამპანიას სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი შეუერთდა, რომელმაც წარმოდგენილი საბავშვო პროდუქცია პირადად დაათვალიერა.
ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა დაინტერესებულმა პირებმა,სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ, ინფორმაცია სპეციალისტებისგან მიიღეს. გარდა ამისა, ბავშვებისთვის სხვადასხვა აქტივობები მოეწყო.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბაზარზე სათამაშოების უსაფრთხოებისთვისა და მონიტორინგის კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის გამო,საქართველოს სახალხო დამცველმა საინფორმაციო კამპანია 2017 წლის 1 ივნისიდან დაიწყო.
Discussion about this post