აჭარის შესახებ ინფორმაციას ტურისტები 15 ენაზე მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.
“დღეიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე gobatumi.com მასალები ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებთან ერთად 12 ენაზე განთავსდება. რეგიონის ტურისტული პროდუქტებისა და პოტენციალს ტურისტები სპარსულ, ებრაულ, გერმანულ, ესტონურ, ლიტვურ, ლატვიურ, პოლონურ, ასევე არაბულ, უკრაინულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და თურქულ ენებზე გაეცნობიან.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის შეკვეთით, ოფიციალური ვებგვერდის Gobatumi.com 12 ენოვანი ვებ-პლატფორმა სარეკლამო კომპანიამ „შინდი“ დაამზადა. ამ პროექტში ჩართული იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უწყებები“, – ნათქვამია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.