„ევროკავშირის არც ერთი სახელმწიფო არ აღიარებდა ამ რეფერენდუმის შედეგებს, თუმცა იგივე მხარდაჭერა აღარ გამოხატეს ქვეყნებმა იმ ძალადობის მიმართ,რომელიც ხელისუფლების მიერ იყო პროვოცირებული“, – კატალონიის რეფერენდუმზე და მის მნიშვნელობაზე მათ შორის საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე, საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტმა გიორგი რუხაძემ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.
„მსოფლიო ყურადღება მიპყრობილი იყო კატალონიაზე,რომელსაც ბუნებრივია მადრიდი არ ცნობს. ეს რეფერენდუმი აკრძალა ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ და შესაბამისად შედეგები არალეგიტიმურია. ევროკავშირის ლიდერები გმობენ ძალადობას, მიუხედავად იმისა,რომ მადრიდი კანონთან სრულ შესაბამისობაში მოქმედებდა. კატალონიელება სერიოზული მონდომება დაუპირისპირეს, ღამე გაათენეს საარჩევნო უბნებთან და მოახერხეს,რომ 40% მაინც მივიდა არჩევნებზე.
ეს მოვლენა საქართველოსთვის იმ კონტექსტშია საინტერესო,რომ გვაქვს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი,რომლებიც თვითგამოცხადებული რესპუბლიკები არიან და მათი დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთმა აღიარა, რა თქმა უნდა კატალონიასა და აფხაზეთს შორის პარალელის გავლება არ იქნება მართებული. თუ კატალონია ცალმხრივად გააგრძელებს დამოუკიდებლობის გამოცხადებას, დაადგება თვითიზოლაციის გზას“ , – განაცხადა გიორგი რუხაძემ.
მანანა ღოღობერიძე
Discussion about this post