„არ დამისვამს შეკითხვები თუ რატომ არ აღმოჩნდა ჩემი კანდიდატურა მისაღები. როდესაც თანამშრომლობის სურვილი აღარ არის, მიზეზებს აღარ აქვს მნიშვნელობა. ნამდვილად დავრჩები ამ ორგანიზაციის გულშემატკივარი და თუ რამე არ იქნება ისე,როგორც უნდა იყოს, ყველაზე მეტად მე მეწყინება“, – ამის შესახებ აუდიტის სამსახურის ყოფილმა მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ლომჯარიამ „ტვ პირველზე“, გადაცემა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბების“ ეთერში ისაუბრა.
„ყოფილი გენერალური აუდიტორისგან ფართო უფლებამოსილებები და მოქმედების სრული თავისუფლება მქონდა. მეხებოდა მნიშვნელოვანი საკითხები, პარტიების ფინანსური მონიტორინგი, სტრატეგიული ანალიტიკისა და საბიუჯეტი პროცესების ანალიტიკა, ხარისხის კონტროლი. მადლობელი ვარ იმ გამოცდილებით, რაც 10 თვეში შევიძინე. ჩემს იქ ყოფნაში არაერთი მნიშვნელოვანი წარმატება იყო. ჩემი მთავარი მიზანი იყო მაქსიმალურად გამჭვირვალე ვყოფილიყავით.
იმედი მაქვს,რომ გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტი შენარჩუნდება. არ მომისმენია განმარტება თუ რის გამო გამიშვეს, ჩემი გადმოსახედიდან ეს არის ახალი ხელმძღვანელის ხედვა თუ როგორი კადრებით წარმოუდგენია მუშაობა. არ ვიცი რამდენად პრინციპულები იქნებიან ისინი, დრო გვიჩვენებს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მანანა ღოღობერიძე
Discussion about this post