ინდონეზიელებისთვის სმარტფონებში გამოჩნდა ახალი აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს “კიდევ ერთი ცოლის” მოძებნაში სთავაზობს დახმარებას. ამის შესახებ ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს.
აპლიკაციის შემქნელმა ლინდუ პრანიამმა, ინდონეზიელებს, რომელთა უმეტესობა ისლამის მიმდევარია, სერვისი AyoPoligami-ის საშუალებით იმ ქალებთან დაკავშირების საშუალება მისცა, რომლებიც “დიდ ოჯახზე ოცნებობენ”.
ინდონეზიაში მრავალცოლიანობა ლეგალურია, მაგრამ ქმარმა თანხმობა უნდა მიიღოს პირველი ცოლისგან და ასევე სასამართლოსგან. ერთ კაცს მაქსიმუმ 4 ცოლის ყოლის უფლება აქვს. ადგილობრივების თქმით, ძალიან ხშირად კაცები უფლების მიცემის დაკუმენტებს აყალბებენ.
დიდი გამოხმაურების გამო, აპლიკაციის სერვისი გაიჭედა. შემქნელებმა გადაწყვიტეს, რომ AyoPoligami-ს ახალი ვერსია შეიმუშაონ, ოღონდ უფრო მკაცრი წესებით: მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს საიდენტიფიკაციო ბარათი, ოჯახურ მდგომარეობაზე ცნობა და წერილობითი თანხმობა უკვე არსებული ცოლებისგან.
წყარო: imedinews.ge